ქუთაისის სპორტის სასახლეში ორი დღე მიმდინარეობდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემიონატის პირველი წრის ბოლო შეხვედრები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ბათუმის BSB-მ ორივე თამაში მოიგო, ტურის მთავარი გმირი მაინც „იმდი-სტუ” გახლდათ, რომელმაც ჯერ მანამდე დაუმარცხებელ „ქუთაისს” აჯობა 40:38, შემდეგ კი „შავი ზღვის ბიჭებსაც” ვაჟკაცური ბრძოლა გაუმართა და მეორე ტაიმის დასაწყისში 17:14 იგებდა, მაგრამ ზედიზედ...
Tag: BSB ბათუმი
მეორე დასავლური დღე
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები. საქართველოს ჩემპიონმა, ბათუმის BSB-მ 37:23 მოუგო „სამტრედიას”, ხოლო მასპინძელმა „ქუთაისმა” „წყალტუბოს” 47:26 აჯობა. ხვალ 16 საათზე დასავლური პირველი ტურის მთავარი მატჩია: BSB „ქუთაისს” დაუპირისპირდება. ჯერჯერობით სამი თამაშიდან სამი მოგებით ლიდერობს თბილისის „პეგასი”. ხვალ ყველა გუნდს სამ-სამი მატჩი გაუხდება ჩატარებული.
წყალტუბო და ქუთაისი
საქართველოს ხელბბურთელთა ჩემპიონატში დასავლეთის გუნდები ჩაერთნენ. ქუთაისის სპორტის სასახლეში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს” 33:22, „ქუთაისმა” კი აჯობა „სამტრედიას” 42:27. ხვალ BSB ხვდება „სამტრედიას”, ხოლო „წყალტუბო” და „ქუთაისი” ერთმანეთში გაარკვევენ მიმავალი ქარისა და ქულის ამბავს. რიონისპირული შეკრების მთავარი შეხვედრა კი ზეგ გაიმართება, როდესაც BSB და „ქუთაისი” ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან....
ბათუმს ქათქათასს!
საქართველოში ხელბურთელები სეზონს თასის გათამაშებით ხსნიან ხოლმე. ეროვნული თასის მეოთხე გათამაშება ქვეყნის ჩემპიონის, ბათუმის BSB-ს გამარჯვებით დასრულდა. „შავი ზღვის ბიჭებისთვის” თასის ფინალში თამაში ჩვეული საქმეა — ოთხიდან სამში მიიღეს მონაწილეობა. მათ 2015 წელს 20:19 მოუგეს სტუ-ს და ჯილდოს დაეუფლენ, შარშან „პეგასთან” წააგეს 29:30, ხოლო წლეულს 27:20 ძლიეს „ქუთაისს”. 2019 წლის თასის გათამაშება დედაქალაქში, ჯემალ ცერცვაძის...
ბათუმმა ქუთაისს მოგება ბოლოწამს გამოგლიჯა
ზესტაფონის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის დასავლეთის ზონის თამაშები — ბოლო დღეს ლიდერთა შეხვედრაში ბათუმის BSB-მ „ქუთაისს” ბოლო წამზე მოუგო: 33:32. ეს გახლდათ შარშანდელ ფინალისტთა დრამატული დაპირისპირება. მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ მატჩში BSB-მ 34:31 მოიგო, მეორეში რიონისპირელებმა იძალეს 34:29, მესამე, ზესტაფონური შეხვედრა კი წინა ორზე დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმი „შავი ზღვის...




