იტალიის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ყმაწვილთა „სკუადრა აძურამ” ფინალში 1:0 მოუგო პორტუგალიას, რაც დიდ ტრიუმფთან ერთად შურისძიებაც გამოვიდა — ამავე შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელებმა 45 წუთის განმავლობაში კაცნაკლულ იტალიელებს 5:1 მოუგეს. პორტუგალიელი და იტალიელი ჭაბუკების დაპირისპირების ისტორია უფრო ძველ ამბებსაც მოიცავს. სულ ბოლოს, 2018 წლის ევროპის პირველობის ფინალში, პორტუგალიამ „აძურინის” 4:3 მოუგო. ეს შეხვედრა ასაკობრივი...
