არიან კარგი ფეხბურთელები, რომელთა სახელიც წლებთან ერთად დავიწყებას მიეცემა ხოლმე. ახლა ერთ ფეხბურთელს გაგაცნობთ, რომელიც საფეხბურთო ისტორიას არასაფეხბურთო გენიალური მიგნებით შემორჩა. მიკა ლეხკოსუოს კარიერის უდიდესი ნაწილი წინა საუკუნის 90-იანმა წლებმა დაიტია. ამპლუით ნახევარმცველი მიკა ფინეთის ნაკრების ფეხბურთელიც იყო, საკლუბო კარიერაში კი ჰელსინკის „ჰიკს“ უერთგულა. მოგვიანებით ლეხკოსუო ამ კლუბის მწვრთნელიც გახდა და ორჯერ ფინეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა....
