საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ნოემბერში, ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ტურნირზე ორ მატჩს გამართავს. 28 ნოემბერს ჩვენები ფინეთს შეხვდებიან, ხოლო 30-ში შვეიცარიას. ილიას ზუროსის გუნდს ორივე მატჩი სტუმრად უნდა ეთამაშა, მაგრამ კორონაპანდემიის გამო ფიბა-ევროპამ სანაკრებო მატჩების „ბაბლის“ სისტემით ჩატარება გადაწყვიტა და ოთხივე გუნდი (საქართველო, სერბეთი, ფინეთი, შვეიცარია) ფინეთში დაბანაკდება. შეგახსენებთ, რომ ფინეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი შვეიცარიაში...
