ოღონდ კი ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავიდეს და „ლესტერ სიტი” მზად არის ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგოს — კვირაში 95 000 გირვანქამდე გაუზარდოს. ჟიოზე მოურინიუ მაგუაირის ყიდვას მეტისმეტად ეშურება, „მელიები” კი 60 მილიონად შეფასებულ ფეხბურთელს ებღაუჭებიან, ცდილობენ ცოცხალი თავით არ გაუშვან. „მანჩესტერ იუნაიტედში” პრობლემაა — მოურინიუს აღმასრულებელ შეფ ედ ვუდვორდთან გაუფუჭდა ურთიერთობა და ვინ იცის ლესტერიდან...
