ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ჰარი მაგუაირი გუნდიდან მოკვეთა. მიზეზი საბერძნეთის კურორტ მიკენოსზე მომხდარი ინციდენტი გახლდათ, სადაც შვებულებაში მყოფ მაგუაირს ბრიტანელ ტურისტების ჯგუფთან და პოლიციასთან ჩხუბი მოუვიდა – კონფლიქტის დროს დანით დაიჭრა ჰარის და დეიზი. მაგუაირი და ჩხუბში მონაწილე ყველა ადამიანი სამართალდამცველებმა პოლიციაში გადაიყვანეს. გავრცელდა ხმები, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა ბერძენი პოლიციელების...
ჭდე: ჰარი მაგუაირი
ჰარი-შარი
… ამბავი იმით დაიწყო, რომ მისი და დეიზი დაჭრეს. ჰარი მაგუაირი ბერძნულ კუნძულ მიკენოსზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ევროპა ლიგის ნახევარფინალში მომავალ სევილიასთან წაგების შემდეგ გადაფრინდა. მაგუაირი მეგობრებთან ერთად ბარში ილხენდა, ბევრ ფულს ხარჯავდა ძვირფას სასმელსა და საჭმელში. მხოლოდ კიბორჩხალებში 1 200 გირვანქა გაისროლა. „ჰარი უმოწყალოდ სვამდა, თითქოს რაღაცაზე გაბრაზებული იყო. ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და...
ვალი, ტრანსფერი და ბუნდოვანი პერსპექტივა
„მანჩესტერ იუნაიტედმა” Bank of America-დან კრედიტი გამოიტანა: 140 მილიონი გირვანქა. ასე ებრძვის ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი კლუბი კრიზისს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც სატრანსფერო ბაზრის კარი გაიღება, ოლე გუნარ სულშერს კვლავ მიეცემა „დორტმუნდისგან” ჯეიდონ სანჩოს ყიდვის შესაძლებლობა. კრედიტის გარდა, „ოლდ ტრეფორდს” შეიძლება სხვა შემოსავალიც გამოუჩნდეს — მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში პოლ...
ფეხბურთელები კორონას უტევენ
პრემიერლიგის კაპიტნებმა შექმნეს ფონდი სახელწოდებით Players Together და ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის 4 მილიონი გირვანქის აგროვებას აპირებენ. ოცი გუნდის კაპიტანი, რომელთაც ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი და „მანჩესტერ იუნაიტედის” ჰარი მაგუაირი ხელმძღვანელობდნენ, ოთხი დღის განმავლობაში თათბირობდა და შედეგად ფულის აგროვების გეგმა დაისახა. წუხელ, ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ფონდი, რომლის დიდი ღირსება...
მანჩესტერ იუნაიტედის ახალი ლიდერი
ბრუნო ფერნანდეში პოლ სქოულზივით თამაშობს და ლიდერის თვისებებსაც ავლენსო, თქვა 25 წლის პორტუგალიელის ათწუთიანი ფეხბურთით აღფრთოვანებულმა ოლე გუნარ სულშერმა ევროპალიგაში „ბრიუგესთან” შეხვედრის შემდეგ. თუ რას ნიშნავდა სქოულზი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, გულშემატკივარმა კარგად იცის, მაგრამ აგერ, ფერნანდეშზე ამბობენ, ჟღალი ინგლისელისგან განსხვავებით მოედანსა თუ გასახდელში ხმაც ამოეღებაო. არადა, ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე” „სპორტინგიდან” ერთი თვის გადასულიც არ არის. მანჩესტერელებმა...
ახალი წლის ახალი არსენალი და ძველი იუნაიტედი
ძველი დიდებით ცნობილი „არსენალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი წლის პირველ დღეს ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თამაშმა გამოაჩინა, რომ თუკი „იუნაიტედი” ჯერჯერობით ისეთივე მოსაწყენი და უკბილო გუნდია როგორიც 2019 წელს იყო, „არსენალი” 2020-ში გამოფხიზლებას აპირებს — ახალმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლიდერის თვისებებით თავი გამოიჩინა გრანიტ ჯაკამ, დავიდ ლუისი კი დაცვაში იყო შეუვალი. მესუთ...
გააგდეთ პოგბა!
პოლ პოგბას მანჩესტერელი ვანდალები გასაქანს არ აძლევენ. სულ რამდენიმე დღეა, რაც მასზე სოციალურ ქსელებში თავდასხმა შეწყდა და აი, სიახლეც — „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზასთან დაყენებულ ახალ ფირნიშს საღებავით დააჯღაბნეს: გააგდეთ პოგბა! ფირნიშზე, რომელიც, როგორც გითხარით, „„იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზასთან დიდი ხანი არ არის რაც დააყენეს, სინამდვილეში აწერია: საგზაო ხიფათის გამო ფეხბურთელებს გაჩერება და ავტოგრაფების დარიგება ეკრძალებათ!...
გაიფიცა თუ კუჭი აეშალა?
„სანის” ცნობით, „ლესტერ სიტისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლები წუხელ ღამით მოლაპარაკების ოთახში ჩაიკეტნენ და ჰარი მაგუაირის ტრანსფერზე იმსჯელეს. „ლესტერისა” და ინგლისის ნაკრების 26 წლის ცენტრალური მცველი გაბრაზებულია. მას „ოლდ ტრეფორდზე” უნდა გადასვლა, ვაჭრობა კი ჭიანურდება. მაგუაირმა ამ ზაფხულში უკვე მეორედ გააცდინა ვარჯიში. გარშემო ყველა დარწმუნებულია, რომ ეს მისი მხრიდან გაფიცვაა, თუმცა თავად ფეხბურთელმა გაცდენა კუჭის...
იუნაიტედმა სიტის მოუგო
„სანი” წერს, ექსკლუზიურად გავიგე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლესტერ სიტისთან” ხელი ხელს დაჰკრა და ჰარი მაგუაირს სარეკორდო თანხად, 80 მილიონ გირვანქად (89,1 მილიონი ევრო ან 100,5 მილიონი დოლარი) ყიდულობსო. დღეს ინგლისის ნაკრების მცველი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებაზე უნდა ჩავიდეს. ამ სატრანსფერო გარიგებაში ძირითადი თანხა 60 მილიონი გირვანქა, ხოლო კიდევ 20 მილიონი სხვადასხვა დამატება ყოფილა. შედეგად გამოდის, რომ...
თხოვნაა იდიოტებივით არ მოიქცნენ
პორტუში, ადგილობრივ პოლიციასა და ინგლისის ნაკრების ფანებს შორის შეტაკება მოხდა. ორი ინგლისელი დაშავდა — ორივეს თავი აქვს დაზიანებული. აურზაური თავისუფლების მოედანზე, მეტროს სადგურ ალიადოსთან ატყდა. პორტუგალიაში უეფას ერთა ლიგის ფლეი ოფი მიმდინარეობს — პირველ ნახევარფინალში მასპინძლებმა შვეიცარიას 3:1 მოუგეს. დღეს გიმარაეშში ინგლისი ჰოლანდიას ხვდება. ინგლისელი ფანები ამბობენ, რომ კონფლიქტი პორტუგალიელი გულშემატკივრების წამოწყებულია, რომელთაც მათ ბოთლი ესროლეს....









