ჭდე: ჰანსი ფლიკი

Home ჰანსი ფლიკი
ძალად წააგო ფლიკმა?
ჩანაწერი

ძალად წააგო ფლიკმა?

იმისათვის, რომ გასული სეზონივით „ტრებლი” გაიმეოროს, „ბაიერნს” 254 დღეში 54 თამაში აქვს ჩასატარებელი, — წერს „შპორტბილდის” ჟურნალისტი მატიას ბრუგელმანი და დასძენს, რომ ეს ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე დაძაბული კალენდარია. „ბაიერნს” ბრუგელმანის აზრით ჰყავს ტოპ-კლასის თოთხმეტი ფეხბურთელი, თუმცა ხშირად გუნდის ძირითად შემადგენლობაში ტოპ-კლასის თერთმეტი ფეხბურთელიც კი ვერ გროვდება. ჟურნალისტის თოთხმეტეული ასეთია: ნოიერი, პავარი, ალაბა, ბოატენგი, ზიულე, დევისი,...

ფლიკის საფიქრალი და იმედი
ჩანაწერი

ფლიკის საფიქრალი და იმედი

ხვალ „ბაიერნი” ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას და მისმა 55 წლის მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლეროი სანეზე თქვა, იმედი მაქვს, 90 წუთის განმავლობაში ჩვენთანაც ისევე შეძლებს თამაშს, როგორც გერმანიის ნაკრებში, ერთა ლიგის შეხვედრებში, ესპანეთსა და შვეიცარიასთან ითამაშაო. სანე „ბაიერნმა” „მანჩესტერ სიტისგან” 45 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ შედეგების მიხედვით თანხა შეიძლება 60 მილიონამდე გაებეროს. 24 წლის გარემარბს უპირველეს...

რობერტი და ფლიკი
ჩანაწერი

რობერტი და ფლიკი

გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესოები დაასახელა. გამოკითხვა ტრადიციულად ავტორიტეტული „კიკერის“ ორგანიზებით ჩატარდა. რა გასაკვირია, რომ წლის საუკეთესოს ტიტული უდიდესი უპირატესობით რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა. „ბაიერნის“ ფორვარდმა წინა სეზონში ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში 34 გოლი მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაში კი 15 გოლის გასატანად 7 მატჩი ეყო. „ბაიერნმა“ სეზონი სამი ტიტულით დაასრულა – ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და ჩემპიონთა ლიგა....

კლასიკური ფეხბურთის ტრიუმფი!
ჩანაწერი

კლასიკური ფეხბურთის ტრიუმფი!

„ბაიერნმა” ევროპას მეხივით გადაუარა. ეს იყო შეუჩერებელი გუნდი. გზად ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფისკენ მან გადათელა ლონდონი — „ტოტენჰემსა” და „ჩელსის” 17 გოლი გაუტანა, —  დაარბია თანამედროვე ფეხბურთის უდიდესი ინსტიტუტი „ბარსელონა”, რომელსაც ერთ შეხვედრაში რვა გოლი შეუგდო და ფინალში 1:0 მოუგო „პარი სენ ჟერმენს”, სადაც პლანეტის ორი უძვირესი ფეხბურთელი, ნეიმარი და კილიან მბაპე თამაშობენ. ნავთობით მდიდარი ყატარელი...

ოცდასამში ოცდასამ საათზე
ჩანაწერი

ოცდასამში ოცდასამ საათზე

„ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და კვირას, 23 აგვისტოს, საქართველოს დროით 23 საათზე, „პარი სენ ჟერმენს” და მის გერმანელ მწვრთნელ თომას ტუხელს ხვდება. ბავარიელთა თავკაცი ჰანს-დიტერ ფლიკი ინგლისურად რომ ვთქვათ „ტრებლის” მოგებასთან არის ახლოს. მის შემთხვევაში „ტრებლი” ერთ სეზონში ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას ნიშნავს. „ბაიერნმა” ევროსარბიელზე ბოლოს 7 წლის წინ მოიგო. ჩემპიონთა...

მირო კლოზეს ახალი კარიერა
ჩანაწერი

მირო კლოზეს ახალი კარიერა

42 წლის პოლონური წარმოშობის გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა მიროსლავ კლოზემ „ბაიერნში” ჰანსი ფლიკის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. გუშინ, სამშაბათს, მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდსმენმა ბომბარდირმა პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. „ერთი სული მქონდა კვლავ როდის დავადგამდი მოედანზე ფეხს,” — თქვა შემდეგ კლოზემ. ვეტერანისთვის, რომელიც თავად 2007-2011 წლებში თამაშობდა ბავარიელთა გუნდში, ფლიკის ასისტენტობა დაწინაურებაა. აქამდე ის 17 წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა. კლოზე:...

ბაიერნის რვა!
ჩანაწერი

ბაიერნის რვა!

„ბაიერნმა” ზედიზედ მერვედ მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული. გადამწყვეტ შეხვედრაში მან უმაყურებლო ტრიბუნების წინაშე სტუმრად 1:0 მოუგო „ვერდერს”. შეხვედრის ბედი რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვიტა. ეს იყო მისი 46-ე გოლი მიმდინარე სეზონში. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი კი ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს — რაც პანდემიით დაბრკოლებულმა გერმანიამ ფეხბურთის ჩემპიონატი განაახლა, „ბაიერნმა” შვიდივე თამაში მოიგო. ვეტერან პოლონელს ბუნდესლიგის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 31...

ასეთი გახსოვთ?!
ჩანაწერი

ასეთი გახსოვთ?!

ბუნდესლიგაში დაუჯერებელი ამბები ხდება. გერმანიის ჩემპიონატში რა არ გვახსოვს, კარის ბადეს გარეთ მოხვედრილი ბურთი გოლადაც ჩაუთვლიათ, მაგრამ გუნდები დემონსტრაციულად დამდგარიყვნენ და 13 წუთის განმავლობაში ბურთი ერთმანეთთან გაეთამაშებინათ – არა! მიზეზი გაინტერესებთ? გერმანელი გულშემატკივრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ცენტრი მოთამაშეები და ქომაგები არიან, კლუბები კი არა კერძო საკუთრებაში, არამედ მუნიციპალიტეტის მფლობელობაში უნდა იყვნენ. მართალია დიტერ...