„ბაიერნი” კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში გავიდა. გერმანიის რეკორდმაისტერმა ნახევარფინალში ეგვიპტურ „ალ აჰლის” 2:0 მოუგო. გადამწყვეტი შეხვედრა 11 თებერვალს გაიმართება. ბავარიელთა მეტოქე იქნება მექსიკური „ტიგრესი”, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიურ „პალმეირასს” აჯობა — 1:0. მექსიკელთა გოლი მათმა 35 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა პენალტით გაიტანა. ჟინიაკს „ტიგრესის” შემადგენლობაში 246 შეხვედრაში 147 გოლი აქვს გატანილი. თუ „ბაიერნი”...
ჭდე: ჰანსი ფლიკი
ლიოვს შეცვლის, თუ…
დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი პოსტს დატოვებს. არადა, მის კონტრაქტს ვადა 2023 წელს ეწურება. საქმე იმაშია, რომ სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის ფლიკის დამცველი და თანამოაზრე, გამგეობის თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე. სამაგიეროდ, რჩება სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, ვისთანაც ფლიკს დაძაბული ურთიერთობა აქვს. მათი პოზიციები სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კარდინალურად განსხვავდება. მოვლენათა განვითარებას გულდასმით...
ფლიკი გაბრაზდა
დღეს, გერმანიის თასის მეთექვსმეტედფინალური თამაშია — „ბაიერნი” „ჰოლშტენ კილს” სტუმრობს. ამ შეხვედრის წინ, „რეკორდმაისტერის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მისთვის უჩვეულო სიბრაზე გამოავლინა. ფლიკი იმ კრიტიკას გაუღიზიანებია, რომელიც მის ზოგიერთ ფეხბურთელს დაატყდა თავს. „სადაც ტაშია, იქ აუცილებლად არის სტვენაც, — თქვა 55 წლის სპეციალისტმა, როდესაც პრეს-კონფერენციაზე სიტყვა „გლადბახთან” 2:3 მარცხზე ჩამოვარდა, — თუმცა, როდესაც ვხედავ, რომ კრიტიკა...
ფლიკი მომჭირნეობის მომხრეა
დღეს, „ბაიერნი” მიონხენგლადბახში თამაშობს. ეს გახლავთ მე-15 ტურის შეხვედრა. „რეკორმაისტერი” 33 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „გლადბახს” 21 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიცია უჭირავს. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ბავარიელთა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელის დამატებას არ აპირებს. „მთელს მსოფლიოში, ფეხბურთის კლუბები რთულ დღეში აღმოჩნდნენ. ეს კორონაპანდემიამ განაპირობა. ამიტომაც არ ვამბობ, რომ ახალი ფეხბურთელები...
გინება ძნელი მოსათმენია
„ბაიერნის” მწვრთნელს ჰანსი ფლიკს ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება მაყურებელი ტრიბუნაზე. „რეკორდმაისტერის” თავკაცი ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად გულშემატკივრის ყიჟინა იმიტომაც უნდა, რომ მის გარეშე სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ისმის მეტოქეთა სათადარიგოთა სკამებიდან წამოსული აგრესია. „დიახ, ახლა გაცილებით მეტი ისმის როგორც მოედნიდან, ასევე მეტოქის სათადარიგოთა სკამიდან და ეს კარგი მოსასმენი არ არის, — თქვა 55...
ფლიკი: არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ვინმეს არ ესმოდეს!
დეკემბერი დადგა, 2020 იწურება. ამ წელიწადს „ბაიერნის” მწვრთნელმა, 55 წლის ჰანსი ფლიკმა უდიდეს წარმატებას მიაღწია — „ტრიპლი” მოიგო, შემაჯამებელი ინტერვიუ კი მას მიუნხენური კლუბის ჟურნალმა „51″-მა ჩამოართვა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ საუბრიდან. – ჰერ ფლიკ, თომას მიულერს მიაჩნია, რომ თქვენ უშიშარი ადამიანი ხართ, რადგან რასაც „ბაიერნის” მწვრთნელად დანიშვნის დღიდან აკეთებთ, ყველაფერი რისკთან არის დაკავშირებული. სწორი შეხედულებაა?...
დამტვრევა ლამაზ თამაშში
ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ტრავმა იოლი არ უნდა იყოს. „ბაიერნის” ვარსკვლავი” ჯოშუა კიმიხი „დორტმუნდთან” შეხვედრის პირველ ტაიმში დაშავდა. მას იღბალმა ერლინგ ჰოლანდთან ორთაბრძოლისას უმტყუნა. გერმანიის ნაკრების მოთამაშე მოედნის ცენტრში შეცდა — ბურთი ჰოლანდს ჩაუგდო. როდესაც შეატყო, რომ ნორვეგიელი სახიფათო შეტევას იწყებდა, კიმიხმა ორთაბძოლა წამოიწყო. მან დორტმუნდელს ფეხში მიჰკრა, ის წაბორძიკდა, მაგრამ წონასწორობა შეეინარჩუნა და სხვლა...
ლეონარდომ ფლიკი დაიწუნა
ლეონარდო ჟარდიმი ის კაცია, „მონაკოს“ წლების განმავლობაში რომ თავკაცობდა და ისეთი ფეხბურთელები გამოზარდა კილიან მბაპე, ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ტომა ლემარი და სხვები რომ არიან. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა და ქომაგთა დიდი სიმპათიაც დაიმსახურა. „კარგ გუნდში რომ მოხვდე, კარგი კონტაქტებია საჭირო. სწორედ ამიტომაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომგები მწვრთნელების ჩამოსათვლელად თითები გეყოფა. აი, პსჟ-სა და „ბაიერნის“ მწვრთნელები ავიღოთ. მათი...
რეკორდმაისტერის ახალი რეკორდი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში მიუნჰენის „ბაიერნმა“ ავსტრიული „რედ ბული“ 6:2 დაიბრიყვა. შარშანდელი ტრიუმფალური სეზონიდან მოყოლებული ბავარიელებს ზედიზედ 14 გამარჯვება დაუგროვდათ. აქედან 11 შარშანდელია, კიდევ 3 მიმდინარე გათამაშების. ამით „ბაიერნმა“ საკუთარი რეკორდი განაახლა… მანამდე კი საუკეთესო მაჩვენებელი „ბარსელონას“ ჰქონდა, რომელმაც 2002-2003 წლების სეზონში ზედიზედ 11 სალიგო მატჩი მოიგო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩათვლით, უეფა...
ლიდსში ავადმყოფი, მიუნხენში ჯანმრთელი
ფრანგი ნახევარმცველი მიკაელ კუიზანსი სამედიცინო შემოწმების ჩაგდების გამო „ლიდს იუნაიტედში” ვერ გადავიდა და „ბაიერნს” დაუბრუნდა. მაგრამ, როგორ გაგრძელდება ბავარიელთა და 21 წლის ფეხბურთელის თანამშრომლობა? ამ საკითხზე „რეკორდმაისტერის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ჰერტასთან” დღევანდელი შეხვედრის წინ ილაპარაკა. „კუიზანსის ამბავი სასიამოვნო და მისთვის იოლი ნამდვილად არ არის. რაც მოხდა, ფეხბურთელისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. აქ, უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი...







