„რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, რაშიც ლუკა მოდრიჩმა უდიდესი როლი შეასრულა. წუხელ, „სანტიაგო ბერნაბეუზე” „ჩელსი” საოცრებას სჩადიოდა: მასპინძლებს 3:0-ს უგებდა (გოლები: მეისონ მაუნტი, ანტონიო რუდიგერი, ტიმო ვერნერი) და პირველ შეხვედრაში წაგებული 1:3 საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე თითქმის ამოტრიალებულიც ჰქონდა, მაგრამ საქმეში მოდრიჩი ჩაერთო. მან ლონდონელთა საჯარიმოში ბრწყინვალე გრძელი პასი მიაწოდა როდრიგოს, რომელმაც ერთი შეხებით...
ჭდე: ჯო კოული
ჩელსის აკლია ცხრა და აქვს კოდური სიტყვები
უკვე 12 თამაშია, რაც თომას ტუხელი „ჩელსის” სათავეში უდგას და მისი ხელმძღვანელობით გუნდს ჯერ ერთხელაც არ წაუგია. ეს, რასაკვირველია ჩინებული შედეგია, მაგრამ „ლურჯების” ვეტერანი, ჯო კოული ამბობს, რომ ჩემპიონობისთვის მის ყოფილ გუნდს ერთი ფეხბურთელი აკლია და მას ერლინგ ჰოლანდი ჰქვია. ბოლო ტურში, „ჩელსისა” და „ლიდსის” 0:0-ის შემდეგ, კოულმა BT Sports-ზე მატჩის შეფასებისას ასე თქვა: „ჩემი...
ჯო კოული: მესის არ აინტერესებდა
„ბარსელონამ” „პარი სენ ჟერმენთან” შინ 1:4 წააგო. ინგლისელ ვეტერანსა და BT Sport-ის ექსპერტ ჯო კოულს ამ შეხვედრაში ლეო მესის გუნებ-განწყობა და თამაშისადმი დამოკიდებულება მოხვდა თვალში. ბოლო პერიოდში „ბარსელონა” ძველებურად ვეღარ თამაშობს. იკვეთება პრობლემა მოედნის ორივე ბოლოში — როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამ კრიზისის გამოვლინება გახლდათ წუხანდელი მარცხი პარიზელებთან, რაც „ბლაუგრანასთვის”, დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან...


