ამჯერად ტიტულის ორივე მთავარმა მაძიებელმა – „ბათუმმა“ და „დინამომ“ გაიმარჯვა და ზღვისპირელები კვლავ 4 ქულით უსწრებენ დედაქალაქელებს. გაგრას ჩამწარებული იუბილე არცთუ სავსე „აჭარაბეთ არენაზე“ „ბათუმმა“ იოლად დაამარცხა „გაგრა,“ რომელსაც იმ დღეს დაარსებიდან 18 წელი შეუსრულდა. სწორედ 2004 წელს დააარსეს კლუბი ამ სახელწოდებით ბესო დ გოდერძი ჩიხრაძეებმა. გაქართველებულმა ჯოვინო ფლამარიონმა დაბრუნება გოლით აღნიშნა და ბომბარდირთა დავაში...
