ჭდე: ჯასტინ კლუივერტი

Home ჯასტინ კლუივერტი
კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
ჩანაწერი

კლუივერტთა შორის უკლუივერტესი

კლუივერტებისთვის ფეხბურთი ოჯახური საქმეა. მამამ, პატრიკმა, როგორც დიდებულმა თავდამსხმელმა ისტორიას დააჩნია კვალი. ის განსაკუთრებით „აიაქსსა“ და „ბარსელონაში“ ბრწყინავდა; ამ ორი კლუბის გარდა თამაშობდა „მილანში“, „ნიუკასლ იუნაიტედში“, „ვალენსიაში“, პსვ-სა და „ლილში“. მის უფროს შვილებს ჯასტინსა და რუბენს ევროპულ ფეხბურთში კარგი კარიერა აქვთ. ჯასტინი პრემიერლიგური „ბორნმუთის“ გარემარბია, რუბენი კი ლიგა 1-ის „ლიონის“ განაპირა მცველი, მაგრამ ოჯახში არის...

ვალენსიას მეორეხარისხოვანი თავდამსხმელი
ჩანაწერი

ვალენსიას მეორეხარისხოვანი თავდამსხმელი

რა პროცესები მიმდინარეობს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში”? გუნდს ერთ სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს, რაც მესამე ტაქტიკას, მესამე მსოფლმხედველობას ნიშნავს. plazadeportiva ამჯერად რუბენ ბარახას იდეებსა და ჯასტინ კლუივერტის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. პატრიკ კლუივერტის ვაჟი ერთი ხნის წინ დაშავებული იყო და სწორედ მაშინ გამოჯანმრთელდა, როდესაც გუნდს სათავეში ბარახა ჩაუდგა. თითქოსდა მეტი რა გინდა, მითუფრო, რომ ბარახამ თავის პირველ...

ახალი ღამურა რთულად სატარებელი გვარით
ჩანაწერი

ახალი ღამურა რთულად სატარებელი გვარით

ხანდახან გვარი მძიმე ტვირთია. ჰკითხეთ „ვალენსიას” ახალ შენაძენს ჯასტინ კლუივერტს, რომელიც გუნდს სატრანსფერო ბაზრის ბოლო, გიჟურ დღეს შეუერთდა. რამდენიმე სეზონის წინ ის ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ახალგაზრდად და მარგალიტად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო წლებში სახელი გაუხუნდა. „აიაქსის” ლეგენდარული აკადემიის აღზრდილს თავის გვართან ყოველთვის რთული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ კლუბსა და ჰოლანდიის ასაკობრივ ნაკრებებში ბრწყინავდა. 2018 წელს,...