ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში” ეფექტური თამაშით სახელი გაითქვა და არა მარტო საქართველოში, იტალიასა და მთელს მსოფლიოში შეიძინა თავგადაკლული გულშემატკივრები. დღე არ გავა, აპენინებზე მის შესახებ რომ არ დაწერონ. ახლაც, როდესაც ევროპაში სანაკრებო კვირეულია და ფეხბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებში არიან დაქსაქსულები, „ლა გაძეტა დელო სპორტი” თავის საიტზე აქვეყნებს ვიდეოს თბილისიდან, საქართველოს ეროვნული გუნდის ვარჯიშიდან, სადაც კვარა მისთვის...
