საქართველოს ნაკრები მალე ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ჩვენები 2 ივნისს რუმინეთს ესტუმრებიან, 6-ში კი ნიდერლანდებს. სწორედ ამ მატჩებთან დაკავშირებით ეროვნული გუნდი 24 მაისიდან შეკრებაზე გადავა, დღეს კი მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ეს თქვა: „ წინა შეხვედრებში მეტი ქულის აღება შეგვეძლო, მაგრამ ერთს დავჯერდით. დავინახეთ, რომ ჩვენ არ ვართ შორს რაიმე განსაკუთრებულისგან. ცხადია აუცილებელია, რომ...
