პრო დ2-ის რეგულარულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო და მისი სტარტი საკმაოდ ხვავრიელი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. საფრანგეთის სარაგბო პირველობის მეორე ეშელონის მე-16 ტურში 14-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ორმა მათგანმა სეზონში პირველი ლელოც მიითვალა. ერთ-ერთი მათგანისთვის კი ეს იყო სულაც სადებიუტო ლელო პროფესიული კარიერის განმავლობაში. 22 წლის ზაურ თევდორაშვილი პრო დ2-ში მესამე სეზონს ატარებს და თავი [...]
