სეზონის პირველ დიდ ტურნირს ძიუდოში პარიზი მასპინძლობს. დიდი სლემის ტურნირი ფაქტობრივად უმაღლესი კატეგორიაა და სტატისტიკა იქით იყოს, პრესტიჟის საქმეცაა. ჩვენც ჯერ სტატისტიკა ვთქვათ: 60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა და ჯერჯერობით ამის ახსნას ვერ მივაგენით. 66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავდა. ბექა ციფიანი პირველ წრეში ინდოელ შაინ სინგჰთან იპონით დამარცხდა. 73-კილოგრამამდე კატეგორიაშიც მარცხიანი სტარტი...
ჭდე: ძიუდო
ხელებსაც ვიქნევ და ფეხებსაც ვერ მომჭამთო…
გახსოვთ საედ მოლაი? სახელგანთქმული ირანელი ძიუდოისტი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც თავისმა სამშობლომ პოლიტიკურ დევნილად აქცია და ისიც იძულებული გახდა უკანმოუხედავად გაექუსლა. მოლაიმ, ჯერ თავი გერმანიას შეაფარა, შემდეგ კი მონღოლეთს მიაშურა, იქაური პასპორტი აიღო და ამიერიდან საერთაშორისო არენაზე ამ ქვეყნის ღირსებას დაიცავს. მოლაის ამბავი კი იმად გაგვახსენდა, რომ მის კვალს სხვებიც დაადგნენ. ძიუდოს და ზოგადად...
ლუკას მარიამობა
დებიუტს ურიგო ნამდვილად არ ეთქმის. მართალია, ლუკა მაისურაძე (81კ), ტოკიოში გაშლილ ტატამზე ჩემპიონობას ვერ შესწვდა, მაგრამ მისი სახით ქართულ ძიუდოს მართლაც ოქროს ბიჭი ჰყავს. ძიუდოს სამშობლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლუკა მაისურაძემ ქართულ ყულაბაში, ლუხუმ ჩხვიმიანის ოქროს შემდეგ, მეორე მედალი ჩააჩხრიალა. 21 წლის ჩვენებურმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რომ არა მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალისთან ჩვენი აზრით...
მეშვიდე ქართველი
ძიუდოს სამშობლოში, ქართული ჰიმნი, პირველივე საშეჯიბრო დღეს აჟღერდა. მიხვდებოდით, საუბარი იაპონიის დედაქალაქში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გვაქვს, სადაც ჩვენებურმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტის წოდება მოიპოვა. ჩხვიმიანმა, ტოკიოში გაშლილ ტატამზე წარმოუდგენელი სპორტული გმირობა ჩაიდინა და არავინ რომ ელოდა, მეტოქეებს თავბედი აწყევლინა. ქართველი ძიუდოისტის გაჩემპიონება სპეციალისტებმა სენსაციად მონათლეს, რადგან მის კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას ძალიან...
საქართველომ მინსკში ათიანი მიიღო
ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე გამოვიდა… არა, მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშები მასშტაბურობით დიდ ოლიმპიადას ვერ გაუტოლდება, თუმცა ერთ დღეს მოპოვებული 10 მედალი მაინც შთამბეჭდავი შედეგია. ცეცხლის ანთებიდან მეორე დღესვე საქმეში ქართველი სპორტსმენები ჩაერთვნენ. სამიზნე ჯერ ნინო სალუქვაძემ და მისმა ვაჟმა მოსინჯეს, მერე კი ხალიჩაზე ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა გამოვიდა. მათ სროლასა და ტანვარჯიში საპრიზო ადგილები...




