უკვე მთელი ევროპული მედია თორნიკე შენგელიას რუსულ ცსკა-ში გადასვლაზე წერს. ყველა დადასტურებულად – მხოლოდ შენგელიას ყოფილ კლუბ „ბასკონიასა“ და ახალს – ცეესკას არ უთქვამთ არაფერი. არადა, ქართველი კალათბურთელის რუსული არმიის კლუბში გადასვლამდე მანამდეც ბევრი იწერებოდა, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თორნიკემ ცეესკას კალათბურთელია. რუსებმა თავისი მაინც გაიტანეს და „ბასკონიასთან“, რომელთანაც ქართველ ფორვარდს კონტრაქტი...
ჭდე: შოთა არველაძე
შოთამ რუსებს მიწა შეახსენა
ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ რუსებს მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შეახსენა. იქაური ჟურნალისტი შოთას 2010 წელს ახსენებს, როდესაც რუსეთის ნაკრებში სამუშაოდ სიკ ადვოკაატი მივიდა, მან კი ასისტენტად არველაძე მიიწვია. მაშინ შოთას პასუხი ლაკონური იყო – ჯერ არ შემიძლია რუსეთში მუშაობა, მათ ჩემს ქვეყანას ძალიან ბევრი ტკივილი მიაყენეს. ხომ არ შეიცვალა აზრი არველაძემ?...
შოთა CHAMPION!!!
ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია. შოთა არველაძემ ფეხბურთელის რანგში რამდენი მწვერვალი დალაშქრა, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ახლა შოთა სამწვრთნელო მწვერვალებს შეეჭიდა და აქაც არ არის სხვაზე ნაკლები. მისმა გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახთაქორმა“უზბეკეთის ჩემპიონატის 20 შეხვედრა წაუგებლად განვლო და ოქროს მედლები 6 ტურით ადრე გაინაღდა. გადამწყვეტ შეხვედრაში შოთას შეგირდებმა ბეკობოლის „მეტალურგი“ დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ არველაძეს ასისტენტობას წარსულში საქართველოს ახალგაზრდული...
დევდარიანი ლიანდაგიდან გადავიდა
გიორგი დევდარიანისა და თბილისის „ლოკომოტივის“ გზები გაიყარა. ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტის გაწყვეტა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა და წარმატებები – როგორც ხდება ხოლმე, ისეთი განცხადება გაკეთდა. დევდარიანი საინტერესო მწვრთნელია ქართულ სივრცეში. მასზე ხშირად ლაპარაკობენ. ბევრს მოსწონს, ბევრს – არა. „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის განვლილი სეზონი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერობდა კიდეც, მერე საქმეები აერია და ბოლო რვა-ათი თამაში პირწმინდად...



