თუ დღეს გიბრალტარში საქართველოს ნაკრები მოიგებს, საბერძნეთი კი ხვალ, შინ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ მაინც ითამაშებს, 2024 წლის მარტში, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფის ერთმატჩიან ნახევარფინალში საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს. ერთა C ლიგის მე-3 ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ლიდერმა ყაზახეთმა ბაქოში ვეღარ იყოჩაღა და 0:3 წააგო. „ქორებად” წოდებული ყაზახების საქმე ცუდად მას მერე წავიდა, რაც 35-ე წუთზე ცენტრალურმა თავდამსხმელმა...
