„ლივერპულის“ მეკარემ ფრედი ვუდმენმა მერსისაიდულ კლუბში თავისი პირველი სეზონი ეფექტურად დაასრულა და ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისელი „ენფილდ როუდზე“ გასულ ზაფხულს ჩემპიონშიფის „პრესტონ ნორს ენდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გადაწყვიტა 2029 წლამდე დარჩეს. 29 წლის მეკარე „წითელთა“ კლუბში მივიდა როგორც მთავარი მეკარის ალისონ ბეკერისა და მისი სათადარიგოს, გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი მესამე გოლკიპერი. ახალ გუნდში პირველი...
