ჭდე: ფეხბურთის ასოციაციის თასი

Home ფეხბურთის ასოციაციის თასი
ლივერპულის მეორე ინგლისური თასი
ჩანაწერი

ლივერპულის მეორე ინგლისური თასი

ამ სეზონში „ლივერპულმა” ინგლისის ორივე თასი მოიგო, ლიგის და ფეხბურთის ასოციაციის. იურგენ კლოპის გუნდს ორივე ფინალში „ჩელსი” შეხვდა და ორივეჯერ თამაში თავისი დამატებითი დროით 0:0 დამთავრდა ანუ მერსისაიდელებმა წარმატებას პენალტებით მიაღწიეს. თერთმეტმეტრიანების სერიაში პირველს ლონდონელთა კაპიტან სესარ ასპილიკუეტას მოეცარა ხელი, თუმცა მდგომარეობა მეკარე ედუარ მენდიმ გამოასწორა. მან თანამემამულისა და სენეგალის ნაკრებში თანაგუნდელის სადიო მანეს დარტყმა...

რომანის ბოლო შენაძენი და იუბილარი
ჩანაწერი

რომანის ბოლო შენაძენი და იუბილარი

„ჩელსი“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნახევარფინალში გავიდა. დასავლეთ ლონდონელებმა მიდლსბროში 2:0 მოიგეს. ანგარიში რომან აბრამოვიჩის ეპოქის ბოლო ძვირმა შენაძენმა, ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გახსნა, მეორე კი ჰაკიმ ზიეშმა შეაგდო, რომელსაც ამ დღეს 29 წელიწადი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დამთავრებამდე მთელი ერთი საათი რჩებოდა, ზიეშის გოლის შემდეგ თამაშს წერტილი დაესვა. „ჩელსის“ მესამე გოლის შეგდებაც შეეძლო, მაგრამ...

მანჩესტერ იუნაიტედი თასიდან ხელით გააგდეს
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედი თასიდან ხელით გააგდეს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალიდან „მიდლსბრომ“ გააგდო. ბევრის აზრით ამაში სხვა მიზეზებთან ერთან როლი უსამართლობამაც ითამაშა. საქმე ის არის, რომ ჯეიდონ სანჩოს მიერ 25-ე წუთზე გატანილ გოლს, მეტ კრუკსმა 64-ე წუთზე უპასუხა გოლით, რომელიც შარშანდელი წესებით არ უნდა ჩათვლილიყო. კრუკსს საგოლე პასი მიაწოდა დანკან უოტმორმა, მან კი საჯარიმო მოედანში ბურთი ხელით დაამუშავა. მსაჯ ენტონი...

კარნა ოლეს ასულის დებიუტი
ჩანაწერი

კარნა ოლეს ასულის დებიუტი

ოლე გუნარ სულშერი ამაყია: მისმა ქალიშვილმა კარნამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქალთა გუნდში ითამაშა. კარნას დებიუტი ფეხბურთის ასოციაციის თასზე, „ბრიჯვოთერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა. კარნა სულშერი მწვრთნელმა მარკ სკინერმა მოედანზე 87-ე წუთზე შეუშვა, როდესაც „იუნაიტედი“ 2:0-ს იგებდა და თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო. მატჩს ესწრებოდნენ მამა ოლე და დედა სილიე. თავად კარნა 19 წლის არის. სტატისტიკოსებმა უცბად დაადგინეს, რომ...

ასოციაციის თასი მაინც…
ჩანაწერი

ასოციაციის თასი მაინც…

თეორიულად ფეხბურთის ასოციაციის თასმა „მანჩესტერ იუნაიტედს” შეიძლება კიდევ უშველოს. ისე, როგორც ეს ოდესღაც, 1990 წელს მოხდა, როდესაც შოტლანდიელ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს სერობამდე ჯერ ძალიან ბევრი აკლდა და „ოლდ ტრეფორდზე” თავის დამტკიცებას ცდილობდა. მაშინ „იუნაიტედი” ფინალში გავიდა, იქ განმეორებით თამაშში „კრისტალ პალასი” დაამარცხა 1:0 და… დიდი თავგადასავალიც დაიწყო. არადა, ამ ამბებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ფანები...

უკლასოები და ავადმყოფები
ჩანაწერი

უკლასოები და ავადმყოფები

„ნოტინგემ ფორესტმა“ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „არსენალს“ 1:0 მოუგო და შეჯიბრებიდან გააგდო. „მეთოფეებს“ გოლი 83-ე წუთზე ლუის გრაბანმა გაუტანა, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება გვინდა ლონდონელ ბუკაიო საკაზე შევაჩეროთ, რომელსაც ნოტინგემელმა ფანებმა ტრიბუნიდან უმღერეს „შენ ქვეყანას უღალატეო“. „ნოტინგემ ფორესტი“ პრემიერლიგის გუნდი არ არის, ჩემპიონშიპში გამოდის და შესაბამისად, მის გულშემატკივარს საკას ნახვის საშუალება აქამდე არ ჰქონდა. და აი,...

გამარჯვებულს ყველაფერი!
ჩანაწერი

გამარჯვებულს ყველაფერი!

საინტერესოდ წერს „დეილი მეილი”, ფინალი ორნაირი არსებობს, ერთი, რომელიც დიდი ასოთი უნდა დაწერო და მეორე — პატარათიო. ჩვენ, ქართველებს, დიდი და პატარა ასო არ გვაქვს, ამიტომ ინგლისელი ჟურნალისტის აზრი ასე ვთარგმნოთ: ფინალი ორნაირია, ერთი, რომელიც დიდ სტადიონებზე იმართება, ბოლოს გამარჯვებულს თასს გადასცემენ და მის პატივსაცემად სადღესასწაულო მელოდიას უკრავენ და მეორე — მეტაფორული, რომლის ბოლოსაც არავინ...

მანჩესტერი vs  ლივერპული, კვირაში ორჯერ
ჩანაწერი

მანჩესტერი vs ლივერპული, კვირაში ორჯერ

წილი ნაყარია: ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდის მთავარი თამაშია „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულის” წინააღმდეგ. გამოდის, რომ ძველი, მძვინვარე მოქიშპეები 22-25 იანვრის უქმეებზე, „ენფილდზე” პრემიერლიგური დაპირისპირებიდან ერთ კვირაში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება თასის მფლობელ „არსენალს”, მას ან „შრუსბერისთან” მოუწევს ურთიერთობის გარკვევა ან „საუთჰემპტონთან”. საქმე ის არის, რომ ამ ორს მესამე რაუნდში ჯერ არ უთამაშია —...

112 მარტო ტელეფონის ნომერი არ არის
ჩანაწერი

112 მარტო ტელეფონის ნომერი არ არის

ინგლისის ფეხბურთის ლიგამ ასოციაციის თასის მესამე ეტაპის წინ განაცხადა, რომ შეჯიბრების მონაწილე 66 კლუბში კორონავირუსის  112 შემთხვევა დადასტურდა. ლაპარაკია, ჩემპიონშიფის, პირველი და მეორე ლიგის გუნდებზე. სულ შეამოწმეს 3507 ფეხბურთელი და კლუბის მუშაკი. გაირკვა, რომ covid 19 გავრცელებულია „ასტონ ვილაში”, „მიდლსბროსა” და „დერბიში”. ეს სამი გუნდი, სავარაუდოდ, საყმაწვილო შემადგენლობით ითამაშებს. „შრუსბერისა” და „საუთჰემპტონის” შეხვედრა კი გადაიდო....

ობამეიანგის კოდი
ჩანაწერი

ობამეიანგის კოდი

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ფინალის მიმოხილვას, „სანის” სპორტული ჟურნალისტი დეივ კიდი ასე იწყებს: შედევრები ფული ღირს. ლეონარდო და ვინჩის „სამყაროს მხსნელი”, სადაც იესო გადაჯვარედინებული თითებით არის გამოსახული, 2017 წელს, აუქციონზე, 450 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასე რომ, ასოციაციის თასის ფინალში პიერ-ემერიკ ობამეიანგის თამაში აუცილებლად დაჯდება გარკვეული თანხა. „არსენალი” შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ამ ზაფხულს ობამეიანგი მათგან...