პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდო სანტუში ამბობს, რომ მიუნხენში, გერმანიის ნაკრებთან მძიმე მარცხს (2:4) მისი ფეხბურთელები ძალიან განიცდიან, მაგრამ დარწმუნებულია, რომ გუნდი ფლეი-ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. „თამაშის შემდეგ, ჩვენს გუნდში სრული იმედგაცრუება და მოწყენილობა სუფევდა. შეხვედრის დამთავრების მერე ლამის დღემდე ხმა არავის ამოუღია. მე გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავს, რომლებსაც დიდი ჯილდოები აქვთ მოგებული, მაგრამ...
