„რეალმა” „ბარსელონა” 2:1 დაამარცხა, კატალონიელთა მწვრთნელი რონალდ კუმანი კი მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. შეხვედრაში, რომელშიც ორივე კართან უჩვეულოდ ბევრი მომენტი შეიქმნა, მადრიდელთაგან გოლები ქარიმ ბენზემამ და ტონი კროოსმა გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი ოსკარ მინგუესამ გამოიჩინა. ლოგიკურია, რომ შეხვედრის ბოლო დაძაბული იყო: ერთ წუთში მიღებული ორი ყვითლის გამო მოედნიდან „რეალის” ნახევარმცველი კაზემირო გააძევეს; ბარსელონელმა მორიბამ ხარიხას...
ჭდე: ფერლანდ მენდი
რეალმა ტაქტიკა შეცვალა და იოლად მოიგო
„რეალმა” „ხეტაფეს” 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ზინედინ ზიდანმა ტაქტიკური ცვლილებებით მიიპყრო ყურადღება. მადრიდელთა მწვრთნელმა, როგორც ჩანს, სერხიო რამოსის გარეშე დარჩენილი დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა და მეტოქე გუნდის შეტევებს ფაქტობრივად ხუთი უკანახაზელით ხვდებოდა — ფერლანდ მენდიმ მარცხენა ცენტრალური მცველის როლი მოირგო. ფრანგის ტაქტიკამ გაამართლა. „ხეტაფემ” კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ხოლო მენდიმ დაცვას ხომ არგო და შეტევაშიც გამოიჩინა...
მენდი არის ოცდამეერთე ანუ ოთხასმერვე
25 წლის ფრანგმა მცველმა ფერლანდ მენდიმ „გრანადასა” და „რეალის” წუხანდელ შეხვედრაში მადრიდული გუნდის შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. წარმოშობით სენეგალელმა, რომელსაც 15 წლის რომ იყო ინვალიდის ეტლში მოხდა ჯდომა და ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ფეხბურთს ვეღარასოდეს ითამაშებდა, მახვილი კუთხიდან, ოსტატურად დაარტყა მასპინძლების კარში (იხილეთ ვიდეო) და გახდა 21-ე ფეხბურთელი, ვინც მიმდინარე სეზონში „რეალის” მაისურით გოლი გაიტანა....
ზიდანი წუხს
ზინედინ ზიდანი წუხს, რომ „რეალის” ფეხბურთელები სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში ტრავმებს იღებენ. ბოლო, ვინც მადრიდელთაგან დაშავდა, 24 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ფერლანდ მენდი გახლდათ. მანამდე მარკო ასენსიომ გაიწყვიტა ჯვარედინი მყესი, რაც სერიოზული ტრავმაა, ხოლო კიდევ უფრო ადრე 19 წლის ესპანელი ნახევარმცველი ბრაიმ დიასი გახდა სამკურნალო. „ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ტრავმიანობა მაწუხებს, — თქვა ზიდანმა, — მარკოს ფერლანდი მოჰყვა....
თეთრი აზარი, შავი აზარი ბაიერნთან გამოჩნდება
„რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდული გუნდის გეგმებზე ილაპარაკა. კერძოდ, ფრანგმა თქვა, როდის აპირებს ახალშეძენილი ფეხბურთელების საქმეში გამოცდას. მადრიდელებმა, ამ ზაფხულს, ახალი ფეხბურთელების ყიდვაში უკვე 280 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს. ჩამოვთვალოთ ის ხუთეული, რომელიც მომავალი სეზონიდან „სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებს: ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, როდრიგო, ედერ მილიტაო და ფერლანდ მენდი. მათგან პირველი სამი შემტევია, ბოლო ორი კი...




