ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ლიდერი კვლავ „ბათუმია,“ რომელიც 7 ქულით უსწრებს ბოლო წლების უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს.“ 27-ე ტურში ორივემ მოიგო. ზღვისპირელებმა „ტორპედო“ ქუთაისში 3:0 დაამარცხეს, „დინამომ“ კი ტურის ბოლო შეხვედრაში თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო – 1:0. სადებიუტო ბურთი გაიტანა დინამოელთა 23 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა, დენის ბუშნიამ. საგოლე გადაცემა კი ექს-საბურთალოელმა გიორგი ხარაიშვილმა მიითვალა. „დინამომ“...
ჭდე: უჩა სოსიაშვილი
თბილისური თოვლი, სასწრაფო, შედევრი…
სხვა „ბათუმი“ და ჯანო თოვლიანობის გამო ელიგის მეოთხე ტური ნაკლული გამოდგა. ორი თამაში: „დინამო“ – „დილა“ და „ტორპედო“ – „ლოკომოტივი“ გადაიდო (ლიგა 2-ში სულაც 4 შეხვედრა ვერ ჩატარდა). პირველ სამ ტურში არცერთი ფრე დაფიქსრებულა. ამჯერად კი სამიდან ორი მატჩი დასრულდა. პირველი, ბათუმური 2:2 გახლდათ. მოქმედმა ჩემპიონმა თამაში ცუდად დაიწყო. ძნელი სათქმლია რისი ბრალი იყო ეს,...
ლოკომოტივის გოლები, ნემსაძის წითლები
წლევანდელ ეროვნულ ლიგაში თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მადისაღმძვრელად მოგვევლინა. თითქმის ყველა თამაში სანახაობრივი გამოუვიდა. აგერ, ბატონო – „თელავთან“ 3:2, „სამტრედიასთან“ 3:4 და ახლა „სამგურალთან“ 2:3… ასეთი თამაშები ლიგას სხვა ელფერს აძლევს. ეგ არის, ბევრი გააქვთ, მაგრამ ბევრსაც უშვებენ. დღეისათვის გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ლიგაში ყველაზე მეტი ბურთი გაუშვეს – 12. ისევ გაიტანა გურამ კაშიამ და ბომბარდირებშიც გაერია....
წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო…
ეროვნული ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ, ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო. სასწაული თუ შეცვლიდა რამეს. სასწაული არ მოხდა და გაისად უმაღლეს ლიგაში „ტორპედო“ და „სამგურალი“ ითამაშებენ. ქუთაისელები თავის „რამაზ შენგელიას“ სტადიონზე გიორგი ფანცულაიას ლამაზი გოლით უგებდნენ „გაგრას“, მაგრამ დამთავრებამდე 15 წუთით ადრე თამაზ მაქაცარიამ გაათანაბრა. საბოლოოდ – 1:1. „ტორპედომ“ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. „გაგრა“ კი გაისად...
ტორპედო და სამგურალი თითქმის ელიტაში
ქართული ფლეი ოფის პირველი მატჩები სტუმართა გამარჯვებებით დასრულდა. მოგეხსენებათ, საქმე ელიტაში დარჩენას ეხება. ეროვნული ლიგის მერვეადგილოსანმა „ტორპედომ“ ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „გაგრას“ მოუგო ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ (0:2). ლიგა 2-ის ვიცე ჩემპიონმა „სამგურალმა“ კი, რომელიც მხოლოდ ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ „შუქურას,“ იმავე ანგარიშით ელიგის ბოლოსწინა გუნდ „ჩიხურას“ სძლია „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე. საინტერესო დამთხვევა – ორივე გამარჯვებულმა მეორე...



