„ჰაბიბი დათანხმდება კონორთან ჩხუბს. ის იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან,“ – თავს ვერ დავდებთ, მაგრამ როგორც ამბობენ ეს სიტყვები დანა უაითს ეკუთვნის, ხოლო ის ვინ არის, ბრძოლა წესების გარეშეს მოყვარულთ არ უნდა ესწავლებოდეს. UFC-ის პრეზიდენტთან კონფიდენციალური საუბრის დეტალები სააშკარაოზე მაიკლ ბისპინგმა გამოიტანა, რომელიც საშუალო წონაში ყოფილი ჩემპიონია. „მე მას ვკითხე, ბოლოს და ბოლოს მიეცემა მაკგრეგორს რევანშის...
ჭდე: ტონი ფერგიუსონი
შემდეგი გაჩერება ბრუკლინი
დაადგა საშველი: ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჰაბიბ ნურმაგომედოვი მორიგ ბრძოლას 2020 წლის 18 აპრილს გამართავს. ფიქრობთ მეტოქე მისი დაუძინებელი მტერი კონორ მაკგრეგორი იქნება? არა, შერეკილ ირლანდიელს, როგორც მას თავად დაღესტნელი მებრძოლი და მისი აგენტი ხშირად მოიხსენიებენ, ისევ დალოდება მოუწევს. თუმცა მოცდას ვინ დაეძებს, დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი პირი უჩანს ჰაბიბი და კონორი ოქტაგონზე ხელმეორედ გულშემატკივარმა შესაძლოა ვერასოდეს...
ის ბრუნდება…
როგორც იქნა, ეღირსა… ახალი წელი ვის არ უყვარს, მაგრამ ის 2020 წლის დადგომას განსაკუთრებულად აღტკინებული დაელოდება. ჯერ მისი მეტოქის ვინაობა საჯაროდ არ გაცხადებულა, UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაითი ინტრიგას ტოვებს, თუმცა ეს ამბავი მას დიდად არ ანაღვლებს, რადგან ამბობს რომ ვინც არ უნდა იყოს, მოწინააღმდეგეს ოქტაგონიდან გააქრობს. სამაგიეროდ თარიღი უკვე ოფიციალურად გაცხადდა. კონორ მაკგრეგორი თავის მორიგ...
ფერგიუსონები
სამყაროში არსებობს გვარები, რომელიც სპორტთან მუდმივადაა გადაჯაჭვული. მაგალითად, გერმანიის ნაკრები მიულერების გარეშე იგივეა, რაც უკოფეინო ყავა ან ლუდი ალკოჰოლის გარეშე. მავანთ, შესაძლოა, მოსწონთ კიდეც, გემოვნების ამბავია. მიულერს თუ ვახსენებთ, სახელი აუცილებლად უნდა დავაკონრეტოთ, თორემ მსმენელს თვალწინ ერთნაირი წარმატებით ოთხი ვარიანტი შეიძლება წარმოუდგეს. აი, ნაპოლეონის ხსენებისას, ბონაპარტის ან პირველის დაყოლება არ გვჭირდება, როგორც გალაკტიონზე ტაბიძის ან...



