„მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი თავის ყოფილ გუნდს „აიაქსს” მიადგა. ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა, რომ ამსტერდამელთა არგენტინელი მცველის ლისანდრო მარტინესის სანაცვლოდ 55 მილიონ გირვანქას იხდის. მარტინესის ყიდვა „არსენალსაც” უნდოდა, მაგრამ „იუნაიტედი” საქმის გაჩარხვაში უფრო ყოჩაღი გამოდგა. ცენტრალური მცველი 24 წლისაა. მან ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით „აიაქსში” სამი წელიწადი ითამაშა. „არსენალმა” ვაჭრობა 34 მილიონი გირვანქიდან დაიწყო,…
„მანჩესტერ იუნაიტედის” მაღალჩინოსნები ბარსელონაში ჩაფრინდნენ, სადაც ფრენკი დე იონგის გადაბირებას შეეცდებიან. ვინმეს შეიძლება დეჟავიუ მოეძალოს, არადა ყველაფერი რეალურია. ცოტა ხნის წინ ეს წინადადება მართლაც ტრიალებდა მსოფლიო მას-მედიაში, ოღონდ ერთი განსხვავებით, მასში „მანჩესტერ იუნაიტედის” ნაცვლად „ჩელსი” ეწერა. კატალონიის დედაქალაქს ამჯერად რიჩარდ არნოლდი და ჯონ მარტოუ ეწვივნენ. პირველი „იუნაიტედის” აღმასრულებელი შეფია, ხოლო მეორე საფეხბურთო დირექტორი. ბრიტანული მედია…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes