ჭდე: ტიერი ანრი

Home ტიერი ანრი
ბარსელონას მწვრთნელი თუ არსენალის ბალახის მკრეჭავი?
ჩანაწერი

ბარსელონას მწვრთნელი თუ არსენალის ბალახის მკრეჭავი?

ჟოან ლაპორტას „ბარსელონას” პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ყველაფერი, რაც ამ კლუბზე იწერება ყურადღების ცენტრშია. ასე მაგალითად, „ბლაუგრანას” ყოფილმა მოთამაშემ, ფრანგმა ვარსკვლავმა ტიერი ანრიმ ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, ერთ მშვენიერ დღეს „ბარსას” მწვრთნელად სიამოვნებით ვიმუშავებდიო და მისი ეს ნათქვამი დღეს მთელს ესპანეთს მოედო. „მე ჯერ ვსწავლობ, ყველაფერს კი დრო გვაჩვენებს. მინდა თუ არა რომ...

ჩანაწერი

ტიერი ანრიმ ტელევიზორი გამორთო

„არსენალმა” „ბარნლისთან” შინ, „ემირეითზე”, 0:1 წააგო, პატრის ევრამ კი მოყვა ისტორია, თუ როგორც გამორთო ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ტელევიზორი, როდესაც დაინახა, რომ მის სათაყვანებელ „მეთოფეებს” გრანიტ ჯაკა კაპიტნობდა. ჯაკაზე სიტყვა იმიტომ ჩამოვარდა, რომ „ბარნლისთან” შეხვედრაში, ის მოედნიდან გააგდეს. შვეიცარიის ნაკრებში მოთამაშე ალბანელმა თავიდან დუაიტ მაკნილთან ორთაბრძოლისას ჩვეულებრივი ყვითელი მიიღო, შემდეგ კი ეშლი ვესტვუდს ყელში სწვდა, რის...

მეტოქეების ანგარიშები არ აინტერესებდა
ჩანაწერი

მეტოქეების ანგარიშები არ აინტერესებდა

ჰოლანდიელი რუუდ ვან ნისტელროი დღეს 43 წლისაა, მაგრამ იყო დრო, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ. ვან ნისტელროიმ კარიერა 2011/12 წლების სეზონის შემდეგ დაამთავრა. ის ჩინებულად თამაშობდა „რეალში”, „ჰამბურგში”, მაგრამ კარიერის მწვერვალს, რასაკვირველია, „მანჩესტერ იუნაიტედში” მიაღწია. ოღონდ, ერთიცაა, ის ყოველთვის თავისებული კაცი იყო; განსხვავებული ქცევისა და ხასიათის. თავის პოდკასტში „მანჩესტერ იუნაიტედის” 45 წლის ლეგენდამ პოლ...

გენიალური კუნი
ჩანაწერი

გენიალური კუნი

გვინდა, არ გვინდა, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გადაწყვეტილია – მთავარი ინტრიგა თითქმის მკვდარია. დიახ, ბურთი მრგვალია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა ჩვენც მოვლენებს წინ ვუსწრებდეთ, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ფეხი დაუცდეთ და 30 წლის ნანატრი სანუკვარი ჩემპიონობაც ქართან თუ წყალთან ერთად ისევ პეპ გვარდიოლას „სიტის“ გაატანონ, მაგრამ იურგენ კლოპი და მისი...

ანრიო?
ჩანაწერი

ანრიო?

ერნესტო ვალვედრეს მომავალი „ბარსელონაში” ტაბუდადებული თემაა. ვერავინ ბედავს იწინასწარმეტყველოს, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის „ბლაუგრანას” სათავეში. ეს შედეგებსა და მის სურვილზეა დამოკიდებული. ვალვერდესა და კლუბს კონტრაქტში უწერიათ, რომ შეუძლიათ თანამშრომლობა 2021 წლის ივნისამდე გაახანგრძლივონ, ოღონდ ეს საკითხი მალე, აპრილის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. მანამდე კი კლუბი პირობას დებს, რომ არავის დაუკავშირდება. რასაკვირველია, არ-დაკავშირება ერთია, ვარიანტების აწონ-დაწონა კი მეორე....

გრიზმანი: მე დრიბლინგი არ ვიცი
ჩანაწერი

გრიზმანი: მე დრიბლინგი არ ვიცი

კორნელა ერთიბეწო ქალაქია ბარსელონადან 15 კილომეტრში, სადაც „პუმამ” გუშინ თავისი ახალი ბუცების პრეზენტაცია მოაწყო. საღამოს ესწრებოდნენ „ბარსას” ფეხბურთელები ანტუან გრიზმანი, ლუის სუარესი, სამუელ უმტიტი, „ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი და წარსულში დიდი ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რომელმაც თანამემამულე უმტიტიზე იხუმრა, ეს ისეთი კარგი ბუცებია, რომ ამიერიდან სამუელი დაცვაში უშეცდომოდ ითამაშებსო. ყველაზე საინტერესო რამ კი მაინც ანტუან...

ჩანაწერი

სესკი მივიდა ტიტი წავიდა

სესკ ფაბრეგასი „ჩელსიდან” „მონაკოში” თავისი ყოფილი თანაგუნდელის ტიერი ანრის გამო გადავიდა, მაგრამ… ვეტერანი ახალ გუნდში 11 იანვარს მივიდა, ანრი კი ორ კვირაში მწვრთნელის თანამდებობიდან დაიფრინეს. ადრეც მოგახსენეთ, რომ ანრის როგორც მწვრთნელს „მონაკოში” არ გაუმართლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 21 შეხვედრაში მხოლოდ 15 ქულა მოიპოვა. ფრანგული ფეხბურთის 41 წლის ლეგენდის თავკაცობით საგრაფოს გუნდმა 12 შეხვედრიდან ორის მეტი...

ჩანაწერი

ანრი საზიზღარიაო და უშვებენ

ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ტიერი ანრი „მონაკოს” ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებდა და ამის გამო მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. 41 წლის ფრანგის ხელმძღვანელობით საგრაფოს კლუბმა 20 შეხვედრიდან მხოლოდ 4 მოიგო და ბურთების ბალანსიც საშინელი აქვს: -21. გუნდი, რომელიც 2017 წელს ფრანგული ლიგა 1-ის ჩემპიონი გახლდათ, ახლა ბოლოსწინა ადგილზეა. ერთი სიტყვით, ფეხბურთელებთან დაძაბული ურთიერთობის გამო ანრი „მონაკომ” დროებით ოფიციალურად (ოღონდ...

ჩანაწერი

ანრი მეტოქის ბებიას გადაწვდა

ტიერი ანრიმ ბოდიში მოიხადა. ის წუხს, რომ მოწინააღმდეგეს, კერძოდ „სტრასბურგის” ფეხბურთელს კენი ლალას ბოზის შვილიშვილი (ქართულად ალბათ ასე უფრო სწორედ ითარგმნება) უწოდა. მიზეზი: ლალა აუტის ჩაწოდებას აჭიანურებდა. ეს ამბავი შაბათს, „მონაკოსა” და „სტრასბურგის”  შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა. შეგახსენებთ, რომ „მონაკომ” თავის მოედანზე 1:5 წააგო. ადვილი წარმოსადგენია როგორ გუნებაზე იქნებოდა მისი მწვრთნელი და მაინც მეტოქე...

ანრი მონაკოს მწვრთნელია
ჩანაწერი

ანრი მონაკოს მწვრთნელია

„არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ ტიერი ანრიმ ბელგიის ნაკრების ასისტენტი მწვრთნელის პოსტი დატოვა და თავისი სიყრმის კლუბს, „მონაკოს” ჩაუდგა სათავეში. ანრის „მინაკოში” დანიშვნა მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც საგრაფოს კლუბმა კვირის დასაწყისში ლეონარდო ჟარდემი გაათავისუფლა თანამდებობიდან. 41 წლის ლეგენდარული თავდამსხმელი დღეს დილით გაფრინდა მონტე კარლოში, სადაც სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა კლუბთან, სადაც ყმაწვილკაცობაში 6 წელიწადი გაატარა....