ინგლისში არსებობს კოლინზის ლექსიკონი, სადაც წერია, რომ „ხელჩანთის კეთება” ჟარგონზე ნიშნავს ინციდენტს, რომლის მონაწილე ადამიანები, ხშირად სპორტსმენები, ჩხუბობენ ან ისე იქცევიან, თითქოს სადაცაა ჩხუბი უნდა დაიწყონ, სინამდვილეში კი მოწინააღმდეგისთვის ტკივილის მიყენებას არ აპირებენ. ამ სიტყვამ რატომ დაგვაინტერესა? BBC-დან მოხსნეს წამყვანი, რომელმაც ეთერში ორ ფეხბურთელზე თქვა, ესენი ხელჩანთას აკეთებენო. წამყვანს ჰქვია სტივ „ტომო” ტომპსონი. მას ლინკოლნშირის...
