საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა რომ, საქართველოდან სუფთა სინდისით წავიდა. „საქართველოს ნაკრებში მუშაობა გამოწვევა იყო, ან წარმატებული წავიდოდი, ან წარუმატებელი. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ და მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა. საქართველოში 5 წელი ვიმუშავე, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის და ცხოვრებისთვის. გამარჯვებული ვერ წამოვედი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ კვალი...