დანიის ნაკრებს ევრო 2020-ს ემოციებიდან ერთი დიდი, დადებითი ემოციის მიღებაღა ჰქონდა დარჩენილი და ისიც სრულყოფილად მიიღო: სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს გმირებივით შეეგებნენ. დანია, ჩემპიონატს ნახევარფინალში გამოეთიშა, ინგლისთან „უემბლიზე” 1:2 წააგო. დანიის ეროვნული გუნდი ნამდვილად იყო ევროპის ჩემპიონატის მშვენება. გუნდი, რომელმაც პირველ შეხვედრაში, მოედანზე, კრისტიან ერიქსენის გულის შეტევა გადაიტანა, მაგრამ შოკისგან გამოფხიზლდა და ოთხეულში შევიდა. თვითმფრინავიდან გადმოსულ...
