პოპულარული ფრანგული საიტი Maxifoot საახალწლოდ ლიგა 1-ის სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგვიდგენს. პორტალი ხაზგასმით წერს, რომ ფეხბურთელების ფასი და ვარსკვლავობა არ გაუთვალისწინებია, საფუძვლად მათი თამაშის ფაქტობრივი მხარე დაიდო. რასაკვირველია, ლაპარაკია პერიოდზე აგვისტოდან დეკემბრის ბოლომდე. Maxifoot-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა „ლანსის’’ შვიდი, „პარი სენ ჟერმენის’’ ხუთი, „მარსელის’’ სამი, „სტრასბურის’’ ორი და „ლიონის’’, „რენის’’, „ანჟესა’’ და „ლორიანის’’...
