ტირანაში, „ეარ ალბანიაზე’’ B1 ჯგუფის შეხვედრას ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული არ ჰყოლია: 0:0. ბოლო ტურის წინ ჩეხებს 8 ქულა აქვთ, ალბანეთსა და საქართველოს კი – 7. უკრაინა, რომელმაც ბათუმში 1:1 ითამაშა, 5 ქულით ბოლო ადგილზეა. საბოლოო ცხრილში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, ბოლო ტურში 19 ნოემბერს გაირკვევა. ტირანული მატჩის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი პირველ ტაიმში...
ჭდე: სილვინიო
სილვინიო: ხელს მხოლოდ გამარჯვება გვაძლევს
ალბანური გამოცემა Panorama საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის B დონის პირველი ჯგუფის მორიგი ტურის შეხვედრის წინ სრულად აქვეყნებს „შკიპერიის’’ ანუ არწივეთის ნაკრების მწვრთნელის სილვინიოს პრეს-კონფერენციას. გთავაზობთ ამონარიდებს ბრაზილიელის ნალაპარაკევიდან. …ქოჩორაშვილი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტაქტიკურად გამართული, ძლიერი გუნდი ჰყავს, სადაც ბევრი კარგი ფეხბურთელია. ისინი ხარისხიან კონტრშეტევებს ახორციელებენ. სულ კარისკენ მიიწევენ. რასაკვირველია ქოჩორაშვილი მათთვის...
სილვინიო: ასეთ მეტოქესთან გათანაბრება ძნელია
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ტირანაში 1:0 მოუგო ალბანეთის ნაკრებს. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ეფექტური დარტყმით გაიტანა. მატჩის შემდეგ ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა სილვინიომ თქვა: „ეს იყო თამაში 50-50-ზე რომლის ბედიც ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ტაქტიკური შეხვედრა გამოვიდა, სადაც მარცხდება გუნდი, რომელიც გოლს უშვებს. საქართველოსნაირ გუნდთან თუ გოლი გაუშვი, ანგარიშის გათანაბრება ძნელია. მათ...


