5 დეკემბერს საქართველოს ნაკრები თავის ისტორიულ ევროპულ ტურნეს დაასრულებს. დიახ, ეს ტურნეა რადგან „შემოდგომის ერთა თასის“ გათამაშება ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს. ბორჯღალოსანთა ბოლო მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება. მოგეხსენებათ, კუნძულელთა ბანაკში პირველ მატჩამდე ორიოდე დღით ადრე კორონავირუსით დაინფიცერების ფაქტი დადასტურდა, თამაში, ცხადია ჩაიშალა, ხოლო ინფიცირებული „მფრინავი ფიჯელების“ რიცხვმა თანდათან სამ ათეულს მიაღწია – მოთამაშეების გარდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც...