„არსენალის” ყოფილმა მოთამაშემ სანტი კასორლამ სერხიო რამოსის ქორწილის შესახებ სახალისოდ ილაპარაკა. გასულ უქმეებზე „რეალის” კაპიტნმა ცოლი მოიყვანა. კასორლა, მოგეხსენებათ, „ვილიარეალის” ფეხბურთელია. ის შაბათს, სევილიაში, რამოსისა და მისი ოდინდელი თანამეცხედრის პილარ რუბიოს ურთიერთობათა ოფიციალურ გაფორმებას დაესწრო. რამოსსა და რუბიოს სამი ვაჟი ჰყავთ, თუმცა აქამდე ცოლ-ქმარი არ იყვნენ. რამოსთა ქორწილში, ცხადია, ბევრი ფეხბურთელი იყო დაპატიჟებული. მათ შორის გახლდათ...
