ჭდე: სანდრო თოდუა

Home სანდრო თოდუა
ესპანეთში, მგლებზე სანადიროდ
ჩანაწერი

ესპანეთში, მგლებზე სანადიროდ

კვირას, თბილისის დროით 23 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ფრანგი რეფერი ლუდოვიკ კეირი სასტვენს ჩაბერავს, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ დაიწყო „რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი. ევროპაში ფინალები მხოლოდ სარაგბო საკლუბო ევროტურნირებზე იმართება, მაგრამ 19 მარტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატიც ამ მარაქაში გაერევა. აქამდე, ანუ 2000-დან 2022 წლის ჩათვლით ევროპული რაგბის მეორე ეშელონი პირველის მსგავსად,...

ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა
ჩანაწერი

ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა

ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ. 41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8...

მე-5 ცენტურიონი, 34-ე კაპიტანი…
ჩანაწერი

მე-5 ცენტურიონი, 34-ე კაპიტანი…

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023, სამსოფლიოთასო წელს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატით იწყებს. ტურნირი ახალი ფოემატით ტარდება: ალაფის (რანგით მეორე) დივიზიონიდან არა მისი შარშანდელი გამარჯვებული, არამედ სამი საუკეთესო გუნდი დაწინაურდა, ჩემპიონშიპიდან (სადაც ბორჯღალოსნები ბოლო 5 გათამაშება დაუმარცხებლები არიან) არავინ დაქვეითებულა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის დისკვალიფიკაციას. ჰოდა მივიღეთ ოქტეტი, რომელიც ორ კვარტეტად დაიყო. დანარჩენი შემდეგნაირად მოხდება: ა ჯგუფის გამარჯვებული...

კარდიფის ქართული ექო
ჩანაწერი

კარდიფის ქართული ექო

საქართველოს ბორჯღალოსნებმა კარდიფში უელსის ეროვნული ნაკრები 13:12 დაამარცხეს და როგორც დასავლურ პრესაში დაიწერა, ევროპა შეაზანზარეს. „ეს იყო შოკი!“, „უელსი ქართველებმა დაამცირეს“, „საქართველომ უელსურ რაგბში კრიზისი დათესა“ – სწორედ ასეთი  შინაარსის სათაურებით იყო აჭრელებული წამყვანი სარაგბო გამოცემები. უელსის რაგბის კავშირი: „საქართველომ განაგრძო უელსის დაშლა შერკინების მეშვეობით და დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე მატკავამ საოცარი წნეხის ქვეშ ფენომენალური...

ძრწოდეთ, ბობოლებო! ბორჯღალოსნები მოდიან!
ჩანაწერი

ძრწოდეთ, ბობოლებო! ბორჯღალოსნები მოდიან!

ეს იყო საოცრებათა საღამო უელსის დედაქალაქ კარდიფში! პლანეტის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სარაგბო არენა „პრინსიპალიტიზე“ მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, ტიერ 1-ის წარმომადგენელმა და ერთი კვირის წინ იგივე ალაგას არგენტინელთა მძლეველმა უელსის ნაკრებმა საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლა და მართალია, პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოიგო (12:3), შეხვედრის მეორე ნახევარში კი ისეთი ამბები დატრიალდა, ქართული რაგბის ისტორიაში დიდი ოქროს ასოებით რომ ჩაიწერება!...

ქუთაისური ცეკვა მგლებთან
ჩანაწერი

ქუთაისური ცეკვა მგლებთან

ბორჯღალოსნებმა ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 23:14 დაამარცხეს და ქუთაისის „აია არენას“ ტრიბუნებზე შეკრებილი პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანეს. ლევან მაისაშვილის რაზმმა გასულ კვირას ბათუმში იტალიასთან უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი და უდაძაბულესი ჯახი გამარჯვებით დააგვირგვინა, მთელი ქვეყანა სიამაყით აღავსო და ესოდენ დიდი წარმატებით გამოწვეული ეიფორიიდან გამოსვლა იოლი საქმე როდი იყო. ამ ფსიქოლოგიურ მომენტს ის პასუხისმგებლობაც ამწვავებდა, რომ...

წითელი დრაკონების მოსათვინიერებლად
ჩანაწერი

წითელი დრაკონების მოსათვინიერებლად

რომ თქვა, რომ ქართველებს უელსელებთან ჯახში რამენაირი შანსი აქვთ, მცოდნე ხალხს სასაცილოდაც არ ეყოფა. ასეთია სარაგბო რეალობა – სუსტი ძლიერს ათასში ერთხელ ამარცხებს. ასეთია სპორტის ამ სახეობის სპეციფიკა – შედეგი ყველამ წინასწარ იცის და ინტრიგად ისღა რჩება, თუ რა ხარისხის წინააღმდეგობას გაუწევს სუსტი ძლიერს, რამდენ ქულას გააკეთებინებს ძლიერი სუსტს და როგორი სხვაობა დაფიქსირდება ტაბლოზე 80...