პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლა, მეტ-ნაკლებად დადებითად უნდა შევაფასოთ. პირველ ყოვლისა ეს ფიგურულ მოციგურავეთა ასპარეზობაზე უნდა ითქვას. დავიწყოთ გუნდური შეჯიბრით, სადაც საქართველო იმ 10 ქვეყანაში მოხვდა, რომლებიც მედლებისთვის იბრძოდნენ. თავისთავად, ეს უკვე წარმატებაა, რადგან სტანდარტული ზომის ყინულის მოედნის არმქონე საქართველომ ძალიან ბევრ მძლავრ ქვეყანას აჯობა. გუნდურში საქართველო მეექვსე ადგილზე გავიდა. ისიც იმიტომ,...
