„სანმა” რომ არ გამოქექოს, ისეთი არაფერია ამქვეყნად — „არსენალის” მომავალ მწვრთნელად რუი ფარიას კანდიდატურას განიხილავენო. რუი ფარია „მანჩესტერ იუნაიტედში” ჟოზე მოურინიუს ასისტენტია. ამრიგად, „მეთოფეებს” უკვე 14 კაციანი სია აქვთ ჩამოწერილი. ზაფხულზე, როდესაც არსენ ვენგერი ლონდონის გუნდს დატოვებს, კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს ამ თოთხმეტიდან აარჩევს. ვინმეს მოურინიუს მარჯვენა ხელზე ლაპარაკი შეიძლება არასეროზულად ეჩვენოს, მაგრამ არის ხალხი ვინც...
