როტერდამში დაწყებულმა უპრესტიჟულესმა ტურნირმა ჩვენთვის ინტერესი უკვე დაკარგა. ის, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტარტო მატჩში ანდრეი რუბლევთან ითამაშა ანტი ჩოგბურთის გარდა, უამრავი გულშემატკივრის შეურაცხყოფაც იყო. კორტზე ასე უგერგილოდ და უნიათოდ ყოფნას, ნამდვილად ჯობდა ტრავმა ან სხვა რამ მოემიზეზებინა და საერთოდ არ გასულიყო. პროფესიულ მოვალეობა რომ არა, დიდი სიამოვნებით ავარიდებდით თავს ჩვენებურის მხრიდან უმარილო თამაშზე წერას თავს. [...]
ჭდე: რუბლევი
გაასამებს ბასილაშვილი?
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირების დრო დადგა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ტოპ ჩოგბურთელები არ მონაწილეობდნენ, თუმცა აქა-იქ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებმა მაინც გაიელვეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის შემდეგ, სადაც თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა – პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულა, მეორე წრეში ფერნანდო ვერდასკოსთან წააგო და მელბურნში შარშან გამომუშავებული ქულებიც [...]
ბასილაშვილი და ნაცნობი რუსი
ამერიკის ღია პირველობამდე ჩოგბურთელებს ბოლო რეპეტიცია ცინცინატში ექნებათ, სადაც 11-18 აგვისტოს მორიგი მასტერსი გაიმართება. ეს ტურნირი შტატებში ზაფხულის სპორტის სახეობებს შორის უძველესია, ხოლო უშუალოდ ჩოგბურთში სწორედ US Open-ის შემდეგ ხანდაზმულობით მეორე. 1899 წელს დაარსდა. ცინცინატის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო აქ ყველაზე მეტჯერ როჯერ ფედერერს უჩემპიონია. შვეიცარიელი მაესტროს ანგარიშზე 7 ციცნინატური ჯილდოა. ბარემ ისიც ვთქვათ, [...]


