„ნაპოლიმ” იტალიის თასის ოცდამეთორმეტედფინალში პენალტებით დაამარცხა „მოდენა” და მეთექვსმეტედფინალში „პალერმოს” შეხვდება. სიცილიელებმა სტუმრად მოუგეს „პარმას” 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ნაპოლის” ლეგენდის ლორენცო ინსინიეს უმცროსმა ძმამ, 30 წლის რობერტომ გაიტანა. ის 2012-19 წლებში თავად თამაშობდა „ნაპოლიში”. „პალერმო” ისევე როგორც „მოდენა” სერია B-ში გამოდის. „ნაპოლისა” და „პალერმოს” მეთექვსმეტედფინალური დაპირისპირება 25 სექტემბერს ნეაპოლში, „სტადიო დიეგო მარადონაზე” გაიმართება. ისევე...
