„ბარსელონამ” იცოდა, რომ უნდა მოეგო. მან ასევე უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი შეხვედრა, რათა ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს, ხოლო იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდეს, „რეალსაც” უნდა დაუცდეს სადმე ფეხი. „ბილბაოსთან” კატალონიელები უფრო ცოცხლად თამაშობდნენ ვიდრე „სევილიასთან”, რომელსაც ვერ მოუგეს (0:0), თუმცა იმდენი საგოლე მომენტი კარგ ფორმაში ყოფნისას რომ სჩვევიათ, ვერ შექმნეს. შესვენების შემდეგ კიკე სეტიენმა არტურის ნაცვლად მოედანზე...
