„მანჩესტერ იუნაიტედის“ ოცნება ჩემპიონთა ლიგაში წარმატებისთვის მიეღწია, „ოლდ ტრეფორდზე“ დაიმსხვრა. რალფ რანგნიკის გუნდმა „ატლეტიკოსთან“ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა, მაგრამ კარგად თამაში ყოველთვის როდი ნიშნავს გამარჯვებას. 41-ე წუთზე, სტუმართა 23 წლის ბრაზილიელმა მცველმა რენან ლოდიმ თავური დარტყმით შეხვედრის ერთადერთი გოლი შეაგდო და მადრიდელებს ორი მატჩის ჯამში 2:1 მოაგებინა. „ატლეტიკოს“ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა 29 წლის სლოვენიელმა...
ჭდე: რენან ლოდი
დანი ალვეში ათასიანია
დანი ალვეში გამოძახებულია ბრაზილიის ნაკრებში, რომელსაც მონდიალის ორი საკვალიფიკაციო მატჩი ელის: 28 იანვარს ეკვადორთან და 1 თებერვალს პარაგვაისთან. ბრაზილიისთვის ეს უკვე ამხანაგურებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შარშანვე მოიპოვა. რაც შეეხება ალვეშს, „ბარსელონაში“ ორი თამაშით აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ძალაა. 38 წლისაა, მაგრამ რა მოხდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შედარებით ჯერ „ბავშვია“. ის 40-ისაა. მართალია, „რეალთან“ 2:3 წაგებულ...
თითქმის ჩემპიონი ატლეტიკოს დრამატული გამარჯვება
ლუის სუარესმა „ატლეტიკოსა” და „ოსასუნას” შეხვედრის 88-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელიც მადრიდელებს სავარაუდოდ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს მოუტანს. მისი წყალობით „ატლეტიკომ” 0:1 ჩამორჩენა 2:1 მოგებად აქცია. შესაბამისად, ჩემპიონობის ბედი კვლავ დიეგო სიმეონეს გუნდის ხელში რჩება. ახლა, თუკი ლუის სუარესი და კომპანია ლა ლიგის პირველობის ბოლო ტურში „ვალიადოლიდს” დაამარცხებს, ტიტულსაც მოიპოვებს, მაგრამ თუ ქულებს დაკარგავს, „რეალი” კი...


