მიკელ არტეტამ „არსენალის” ბოლოდროინდელი საშინელი ფორმა ისეთი არგუმენტებით დაიცვა, რომ საკუთარმა გულშემატკივარმა დასცინა. „მეთოფეთა” ესპანელმა თავკაცმა თქვა, სტატისტიკის თანახმად ჩემი გუნდი არ უნდა აგებდესო. არტეტას არგუმენტებმა გულშემატკივარს მივიწყებული 2009 წელი გაახსენა, როდესაც „ლივერპულის” მაშინდელმა თავკაცმა რაფა ბენიტესმა სწორედ ფაქტების ჩამოთვლით გაილაშქრა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ბოსის სერ ალექს ფერგიუსონის წინააღმდეგ, რის გამოც ღლიცინის ობიექტად იქცა. მაშინ...
ჭდე: რაფა ბენიტესი
ნიუკასლის ლეგენდა ქეცბაია საუდელებს აფრთხილებს…
„ნიუკასლში” საუდელთა რევოლუცია მწიფდება, კარს რეფორმებია მომდგარი, მაგრამ თუკი კლუბი ტოპ-ფეხბურთელების ყიდვას გამოეკიდება, მათთვის ორმაგი ხელფასების დანიშვნა მოუწევს ჩრდილო-აღმოსავლეთში რომ გადაიბიროს — ასე სწამს ნიუკასლელთა საკულტო გმირს თემურ ქეცბაიას. ტინისაიდური კლუბი იყიდება, მაიკ ეშლი მას უფორმებს ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც სათავეში საუდეთის კრონ-პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უდგას. გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ არაბი პარტონები „ნიუკასლს” მეტ ფულს დაახარჯავენ....
პოჩეტინო: სიკვდილამდე ტოტენჰემში…
ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ მაურიციო პოჩეტინოს „ნიუკასლმა“ ჭეშმარიტად მეფური შეთავაზება გაუკეთა – წლიური 21,7 მილიონი ევრო. წინადადება მაცდურია, მაგრამ „კაჭკაჭები“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ. არგენტინელის უარის შემთხვევაში კლუბში ესპანელი რაფაელ ბენიტესი დაბრუნდება. რაფა ამჟამად ჩინურ „დალიან იფანში“ მუშაობს, მანამდე კი (2016-2019) სწორედ „ნიუკასლს“ თავკაცობდა. რას ფიქრობს თავად პოჩეტინო? „ტოტენჰემში“ გატარებულ წლებს, ჩემპიონთა ლიგის წაგებულ ფინალს იხსენებს...
ვითომ?
რაფა ბენიტესი „ნიუკასლ იუნაიტედიდან” გაუშვეს და ახლა მის ადგილას ჟოზე მოურინიუს მიპატიჟებას აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ნიუკასლელ ფანებს ყველაზე მეტად პორტუგალიელის მიყვანა უნდათ, ის კი, მოგეხსენებათ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დაითხოვეს, თავისუფალია. რატომ ჰგონიათ ნიუკასლელებს, რომ „განსაკუთრებული” მათი არცთუ ბობოლა კლუბით დაინტერესდება? საქმე ის არის, რომ მოურინიუ „ნიუკასლის” ლეგენდარულ თავკაცის ბობი რობსონს წლების განმავლობაში მარჯვენა ხელად თუ...
ფასი რაფასი
„ნიუკასლ იუნაიტედის” მეპატრონე მაიკ ეშლი მზად არის რაფა ბენიტესს მხოლოდ ერთი სეზონით დარჩენის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. ეშლის უნდა, რომ ესპანელი კიდევ ერთი ჩემპიონატით გაუძღვეს მის გუნდს და ამაში უზარმაზარ თანხას, ხელფასად კვირაში 240 000 გირვანქას და ზედაც პრემიალურებს ჰპირდება. ისმის კითხვა: რატომ არ სთავაზობს ეშლი ბენიტესს უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას? თურმე ბიზნესმენს ეშინია, რომ...
გვარდიოლა და სამი ლივერპულელი
ბედის ირონიაა, მაგრამ ბრენდან როჯერსს შანსი აქვს, სამუდამოდ შევიდეს „ლივერპულის“ ისტორიაში. მოგეხსენებათ, მისტერ როჯერსი ამჟამად „ლესტერს“ წვრთნის და ორშაბათს მისი გუნდი „სიტის“ ხვდება. მისტერ როჯერსი 2012-2015 წლებში თავად თავკაცობდა „ლივერპულს“ და ოდნავ სამაგათოდ კი უნდა უძგერდეს გული. ჰოდა, თუ მან ორშაბათს „სიტის“ ქულები დააკარგინა, „ლივერპულმა“ კი არ წაიფორხილა… თუმცა, მოდით, ნუ ვიჩქარებთ, რადგან უკვე შაბათს...
რაფამ ლივერპულს გზა გაუკაფა
„მანჩესტერ სიტიმ” სერიოზული საჩემპიონო დარტყმა მიიღო — „ნიუკასლმა” 2:1 მოუგო, მაგრამ პეპ გვარდიოლა კაპიტულაციას არ აპირებს. ნიუკასლელთა თავკაცმა რაფა ბენიტესმა კი თავის ყოფილ კლუბს „ლივერპულს” დიდი საქმე გაუკეთა. ახლა მერსისაიდელებს უნიკალური შანსი აქვთ 29 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. არადა, „ნიუკასლისა” და „სიტის” შეხვედრაში „კაჭკაჭებმა” გოლი პირველივე წუთზე გაუშვეს — სრხიო აგუერომ 24-ე წამზე შეაგდო....
ბენიტესი: ყველაფერი ცუდადაა!
რაფა ბენიტესმა „ნიუკასლ იუნაიტედის” შეფებს შეუტია. ეს ნაბიჯი მას პორტუგალიაში, „ბაგასთან” 0:4 წაგებულმა მატჩმა გადაადგმევინა. ესპანელმა ასეთი მარცხის მშვიდად ყურება ვეღარ შეძლო და განაცხადა, რომ „ნიუკასლს” ფეხქვეშ მიწა ერყევა. პორტუგალიაში დამარცხებით ნირწამხდარი ინგლისური გუნდი შინ თავჩაქინდრული დაბრუნდა, წინ კი უკვე პრემიერლიგის პირველი ტურია — 11 აგვისტოს „ნიუკასლი” „ტოტენჰემს” მასპინძლობს. წაგებისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე 58 წლის მწვრთნელმა თქვა:...
იერომდე რაფა ნდომებიათ
როგორც ირკვევა რაფა ბენიტესს ესპანეთის ნაკრების გაძღოლის შანსი ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა. „მქონდა შანსი, მაგრამ „ნიუკასლში” დარჩენა ვამჯობინე. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ”, — უპასუხა ბენიტესმა ჟურნალისტებს. თავიდან, „ლივერპულის” ყოფილ თავკაცს თურმე მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ დაუკავშირდნენ, სწორედ იმ დღეებში, როდესაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა ლუის რუბიალესმა „ლა როხადან” ხულენ ლოპეტეგი გააგდო. მაშინ ბენიტესს გუნდის დროებით...




