არგენტინელებისა და ფრანგების ქიშპი გრძელდება. საფრანგეთში ენცო ფერნანდესის გადაღებული და ინტერნეტში დადებული რასისტული სიმღერა ჯერ არ დავიწყებიათ, რომ ცეცხლს ნავთის ახალი ულუფა დაემატა: ვეტერანმა ფორვარდმა, არგენტინული ფეხბურთის ვარსკვლავმა სერხიო აგუერომ ერთ-ერთ პოდკასტში საჩოთირო ხუმრობაზე ისეთი ხარხარი მორთო, რომ პარიზში მიიპყრო ყურადღება. აგუერო და გადაცემის წამყვანები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგებს განიხილავდნენ, როდესაც ერთ-ერთმა წამყვანმა...
ჭდე: რასიზმი
წადი შე შავოს გაგრძელება
სანამ ქართველი გულშემატკივარი ნაკრების ევრო-შესარჩევი თამაშებით იყო გატაცებული და ისტორიაში პირველად დიდ შეჯიბრებაში გასვლას ზეიმობდა, ნეაპოლში, თუმცა არა მხოლოდ ნეაპოლში, არამედ მთელს იტალიაში, ჟუან ჟესუსისა და ფრანჩესკო აჩერბის საქმეს არჩევდნენ. მოგეხსენებათ, „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში მილანელმა ფეხბურთელმა აჩერბიმ „აძურის” ბრაზილიელ მცველ ჟუან ჟესუსს „ნიგერი” უწოდა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. საქმე სპორტულმა სასამართლომ გაარჩია, მაგრამ მოსამართლის...
დიეგო სიმეონე: საკითხი გაცილებით ფართოა
მადრიდის „ატლეტიკოს” მწვრთნელმა, არგენტინელმა დიეგო სიმეონემ ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებულ სკანდალზე თავისი აზრი გამოთქვა. მოგეხსენებათ, კვირას „მესტალიაზე” „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრის დროს მადრიდელთა ბრაზილიელ გარემარბს ტრიბუნებიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ბუნებრივია, მომხდარს საგანგებო გამოხმაურება საკუთრივ ესპანეთში მოჰყვა. „ბარსელონას” მწვრთნელმა ჩავიმ საკითხს ფართოდ შეხედა და საფეხბურთო კულტურის სხვა სიმაღლეზე აყვანა მოითხოვა. მან თქვა, რომ...
სტამბოლი რასიზმის წინააღმდეგ!
დემბა ბა საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება აღმოჩნდა და როდესაც შეიტყო, რომ მისი გუნდის ასისტენტ-მწვრთნელს პიერ ვებოს მეოთხე მსაჯმა (სავარაუდოდ) რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, იმდენი ქნა, რომ „ბაშაქშეჰირისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაში ჩაშალა — ფეხბურთელები მოედნიდან გავიდნენ. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრა. როდესაც გუნდებმა მინდორი დატოვეს, მიმდინარეობდა პირველი ტაიმი და ანგარიში იყო 0:0. რასაკვირველია, ფეხბურთელები...


