ბოლო დღეებში საქართველოში გვარიანად წვიმდა და ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეებმაც ამინდს სოლიდარობა გამოუცხადეს – გოლების წვიმა მოაწყვეს. ჯამში მე -12 ტურში 25 ბურთი გავიდა, რაც სეზონის რეკორდია. ღია კარის დღე ბოლნისში ტური წლეულს ყველაზე უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა. „დინამო“ ბოლნისში „სიონს“ ესტუმრა. მეტოქეებმა ერთმანეთს 10 ბურთი გაუტანეს. ჩასულებმა 3:7 გაიმარჯვეს. დინამოელებს დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე დაუბრუნდა,...
ჭდე: რამაზ შენგელია
ხსოვნა მუზეუმში
ფეისბუქზე არსებობს ჩვენი სიამაყის, ვიტალი დარასელიას გვერდი, რომელსაც მისი ქალიშვილი კრისტინა უძღვება. ჰოდა, ამ რამდენიმე დღის წინ გვერდმა, ანუ კრისტინამ ერთობ მოულოდნელი შინაარსის შეტყობინება მიიღო. ვინმე ანიბალ მარტინესმა გამოგზავნა ვიტალი დარასელიას მსოფლიო 1982 წლის ჩემპიონატის დროინდელი სათამაშო მაისურის ფოტოსურათი და აი, რა ისტორია მოაყოლა. მოგეხსენებათ, იმ დაუვიწყარი ტურნირის თავის პირველ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ზე-გუნდად...
ნუ წამართმევთ ფეხბურთს!
როგორ შეიძლებოდა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, შენგელია ტრიბუნიდან გყოლოდა ნანახი და ფეხბურთელობა არ მოგდომებოდა?! ჟანი ლეჟავა ლეგენდა კაცი იყო და ათი წლისა, რადგან ცაცია ვიყავი, მარცხენა მცველობა მარგუნა. ელდეპოზე ბევრი მაგარი ბიჭი გაზარდა ჟანი მასწმა. სამი წლის მერე „სინათლეზე“ რეზო მახარაძესთან გავაგრძელე და ჯერ მარცხენა ნახევარმცველად, მერე კი მარცხენა თავდამსხმელად გადამაკეთა… მერე უფროსების გუნდი იყო...


