დიდი ხანია, რაც გერმანიის საფეხბურთო კავშირში კრიზისია. უმაღლესი დონის ხელმძღვანელები ერთმანეთს ვერ ეგუებიან და ქიშპობენ. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც გასულ პარასკევს, პრეზიდიუმის სხდომაზე მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა ფრიც კელერმა ვიცე-პრეზიდენტი რაინერ კოხი ნაცისტ მოსამართლეს როლანდ ფრაისლერს შეადარა. საერთო, კოხსა და ფრაისლერს ის აქვთ, რომ კოხი მიუნხენის უმაღლეს რეგიონულ სასამართლოში კრიმინალურ საქმეთა მოსამართლეა და ფრაისლერიც თავის...
