ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს ითამაშებს თუ არა პოლ პოგბა სევილიაში — „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ოთხშაბათს „რამონ სანჩესის” სტადიონზე უწევს. ფრანგმა მანჩესტერელთა ბოლო შეხვედრა „ჰადერსფილდის” წინააღმდეგ, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა ან ავადმყოფობა… კლუბს არ დაუზუსტებია. არადა, პოგბას ჰადერსფილდში თითქოს უნდა ეთამაშა, მისი შინ დარჩენა მოულოდნელი იყო. ამან მანჩესტერში ჭორები...
ჭდე: ჟოზე მოურინიუ
ალექსის სანჩესი ჟოპეა
თუკი თანამედროვე ფეხბურთში რამე თვალშისაცემია, ეს მწვრთნელების ჟოზე მოურინიუსა და პეპ გვარდიოლას ქიშპი გახლავთ. ტიტულების რაოდენობით კატალონიელი პორტუგალიელს აღემატება, მაგრამ ჩილელი ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში „განსაკუთრებულმა” იძალა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სანჩესი გვარდიოლას ფეხბურთელი იყო და თან სადმე სხვა კლუბში კი არა, თვით „ბარსელონაში” — პეპის დროს „ბარსელონა” განსაკუთრებით რომ „ბარსელონობდა”, მაშინ. აქამდე, როგორც ჟოზეს ისე პეპის...
ხა ხა ხა!
დატროლეს, ანკესზე წამოაგეს, წამოიკიდეს… „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს, ჟოზე მოურინიუს, იტალიურმა მედიამ ოინი გაუკეთა. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა პორტუგალიელი და „ჩელსის” იტალიელი თავკაცი ანტონიო კონტე ძაღლსა და კატასავით გადაეკიდნენ ერთმანეთს. ერთმა მეორეზე თქვა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობდაო, მეორემ პირველზე პატარა კაციაო… თან, ორივე ერთმანეთს მოედნის კიდესთან გიჟივით ქცევას უწუნებს. როდესაც „განსაკუთრებული” მანჩესტერის სასტუმრო „ლოვრიში” მივიდა, ჰოლში ჟურნალისტები...


