განახლებულ პორტუგალიის ჩემპიონატში, „ბენფიკას,“ საშინაო მატჩში ქომაგებმა „ტონდელასთან“ ფრე არ აპატიეს და თამაშის შემდეგ კლუბის ავტობუსს ქვები დაუშინეს. ინციდენტი „ესტადიო და ლუჟის“ მახლობლად მოხდა. შედეგად, „არწივების“ ნახევარმცველებმა, იულიან ვაიგლმა და ანდრია ჟივკოვიჩმა შუშის ნამსხვრევებისგან დაზიანება მიიღეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხულიგნები ამას არ დასჯერდნენ და ავტობუსზე თავდასხმის შემდეგ, შეტევა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის სახლზეც განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობმა...
