გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას „სლოვანმა” ერევნის „პიუნიკს” 2:1 მოუგო და ფაქტობრივად კონფერენციის ლიგის ფლეი-ოფშია. ეს გახლდათ თამაში, სადაც საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მცველმა გურამ კაშიამ გოლი გაიტანა — ანგარიში გაათანაბრა. სომხებს რომ მოეგოთ, დიდი ალბათობით თავი ქუდში მათ ექნებოდათ, მაგრამ პირველ ტაიმში მასპინძლებმა ისეთ სათამაშო უპირატესობას მიაღწიეს, რომ „პიუნიკის” გამარჯვებაზე ლაპარაკი გაძნელდა. რამდენჯერმე [...]
