25 წლის გერმანელი ნახევარმცველი იულიან ვეიგლი „ბენფიკადან” გაქცევას აპირებს. აგვისტოსდან ლისაბონის კლუბს 66 წლის ჟორჟე ჟესუსი უდგას სათავეში. მის ხელში ვეიგლმა სულ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთადერთხელ დაჰყო მოედანზე 90 წუთი. სააგენტო Sports eXcellence-მა, რომელთანაც ფეხბურთელს კონტრაქტი აკავშირებდა, მას პორტუგალიის დედაქალაქში დარჩენა ურჩია. ეს ყოფილი დორტმუნდელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც Sports eXcellence-ს გაექცა და...
ჭდე: პინი ზაჰავი
პინი პირანიაა, ალაბა კი ბრაზობს
„ბაიერნის” ყოფილმა პრეზიდენტმა, დღემდე გავლენიანმა ული ჰიონესმა 28 წლის დავიდ ალაბაზე თქვა, „ბაიერნთან” კონტრაქტს იმიტომ ვერ ახანგრძლივებს, რომ 77 წლის სუპერაგენტის პინი ზაჰავის სახით მრჩეველად ნამდვილი პირანია ჰყავსო. ჰიონესი ამტკიცებს, რომ ზაჰავი ალაბასგან თავის საკომისიოდ ორნიშნა რიცხვით გამოხატულ მილიონ ევროს ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალაბას მხარე ტრანსფერით იმუქრება. ამ უნივერსალური მოთამაშის ყიდვა მართლა უნდათ „მანჩესტერ სიტის”,...
ალაბას მადა: 125 მილიონი
ახლა კი გასაგებია, რატომ ვერ პოულობს საერთო ენას მიუნხენის „ბაიერნი“ მცველ დავიდ ალაბასთან. ფეხბურთელი და მისი აგენტი პინი ზაჰავი 5-წლიან კონტრაქტს და ჯამში 125 მილიონ ევროს ითხოვენ. 28 წლის ავსტრიელის კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდეა ძალაში. თუ „რეკორდმაისტერიდან“ წასვლა მოუწევს, ალაბას ესპანეთში ბურთაობა სურს, თუმცა ფინანსური კრიზისის პირობებში მისი მადის დაკმაყოფილებას ესპანური გრანდებიც კი ვერ შეძლებენ....
ჰიონესი ლევანდოვსკის აგენტს 3 სექტემბერს შეხვდება
„ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგთან” ინტერვიუში „დორტმუნდის” სატრანსფერო პოლიტიკას უგუნური უწოდა. „თუკი „დორტმუნდი” ყიდულობს ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც შემდეგ ამართლებს კიდეც, რამდენიმე თვეში ან თავად კლუბისგან ან საიდანმე აუცილებლად შეიტყობთ, რომ მას უკვე გაყიდვას უპირებენ, — თქვა ჰიონესმა, — როგორ შეიძლება მოთამაშემ კლუბის დნმ შეითვისოს და მისი ორგანული წევრი გახდეს, თუკი მან თავვიდანვე...



