გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგაში რის ვაი-ვაგლახით შეინარჩუნა ადგილი, ზაფხულში კიდევ უფრო დასუსტდა. ახალი ფეხბურთელების შეძენის ნაცვლად კლუბის სინგაპურელმა მეპატრონეებმა ისედაც სუსტი შემადგენლობიდან გაუშვეს სამუელ ლინო, ედინსონ კავანი, იუნუს მუსა, ჯასტინ კლუივერტი, ილიაშ მორიბა და ნიკო გონსალესი, მაგრამ… ფეხბურთის ხიბლი სწორედ ის არის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს: დიდწილად გამოუცდელი ახალგაზრდების ამარა დარჩენილმა...
