ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს (საპრიზო ფონდი 6.008.725 ევრო) მეორე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებური იტალიელ ლორენცო მუსეტის გაეჯიბრა და 4:6; 2:6 დამარცხდა. ბასილაშვილმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ 8 გეიმში გაუწია. ხოლო როდესაც ანგარიში თანაბარი 4:4 იყო, მუსეტი უპირატესობას დაეუფლა, ჯერ სეტი, შემდეგ მეორე სეტი და საბოლოოდ მატჩიც იოლად მიიყვანა გამარჯვებამდე.
ბაზელსა და ვენაში 500-იანი კატეგორიის პრესტიჟული ტურნირები ფინიშის სწორზეა, სადაც მასპინძელ-ფავორიტები, შესაბამისად როჯერ ფედერერი და დომინიკ ტიმი ჯერჯერობით გულშემატკივარს იმედებს არ უცრუებენ, ორშაბათიდან კი 2019 წლის საჩოგბურთო სეზონის ბოლო მასტერსის გათამაშება დაიწყება. პარიზში ყველა უძლიერესი მეჩოგნე მოიყრის თავს. ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და სხვა ტოპ მოთამაშეები საფრანგეთის დედაქალაქში გამარჯვებისთვის ყველაფერს იღონებენ. ისე, შარშანდელ…
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის უპრესტიჟულეს ტურნირს შარშანდელის მსგავსად საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. ჩვენებური ფერნანდო ვერდასკოს 3 პარტიაში – 6:4, 2:6, 1:6 დაეჩაგვრინა. იშვიათი გამონაკლისების გარდა არასტაბილურობა ყოველთვის იყო ქართველი მეჩოგნის აქილევსის ქუსლი. ვინც არ უნდა იყო კორტს ყოველთვის გამარჯვებული ვერ დატოვებ, ეს აქსიომაა. ისიც გვესმის, რომ ჩოგბურთში მხოლოდ საშემსრულებლო ოსტატობა, კარგი მოწოდება ან ბადესთან უნაკლო თამაში საკმარისი…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes