ესპანეთის სუპერთასის გათამაშების ახალმა ფორმატმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორც წესი, ტიტულს ორი გუნდი შინ და გასვლით სისტემით ათამაშებდა. ცვლილება საუდეთიდან მიღებულმა მაცდურმა წინადადებამ განაპირობა – ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია 4 წელიწადში გარანტირებულ 120 მილიონ ევროს მიიღებს, სუპერთასი კი 4 საუკეთესო გუნდს შორის ნახევარფინალებისა და ფინალის სისტემით გათამაშდება. არაბთა მიერ ნაოცნებარი სუპერფინალი „რეალი“-„ბარსა“ არ შედგა. ქომაგებმა...
